შინაარსზე გადასვლა

კაიო-რომანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
02:43, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კაიო-რომანო — კუნძული კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, კამაგუეის პროვინციაში. იგი უდიდესი კუნძულია ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგში და მისი ფართობი 777 კმ²-ს შეადგენს.[1] ადმინისტრაციულად შედის ესმერალდას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

კუნძული პოპულარულია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთა (birdwatchers) შორის, მაგრამ ძალზედ განუვითარებელია ახლოს მდებარე ინტენსიურ საკურორტო კუნძულ კაიო-კოკოსთან შედარებით.[2]

სამხრეთით მდებარე ხიგეის უბე მას კუნძულ კუბისგან გამოყოფს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, კერძოდ ძველი ბაჰამის სრუტე. ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან მდებარეობს კუნძული კაიო-პარდეომ-გრანდე, რომელზეც აღმართულია ძველი შუქურა. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე წარმოდგენილია მრავალი პატარა კუნძული და რიფი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-19. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  2. Sainsburg, Brendan, Cuba Lonely Planet Guide 2009, p. 247

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted