შინაარსზე გადასვლა

სასის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:11, 15 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი სასის წყალსაცავი (ესპ. Embalse Zaza, La Presa Zaza) — უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი კუბაში. მდებარეობს ცენტრალურ კუბაში, სანქტი-სპირიტუსის პროვინციაში. წყალსაცავის ჩრდილო-დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი სანქტი-სპირიტუსი. წყლის სარკის ფართობი შეადგენს 113,5 კმ²-ს.[1] წყლის საშუალო მოცულობა 750 მლნ. მ³. წყალსაცავი შექმნილია მდინარე სასის ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს სიერა-დელ-ესკამბრაის მთებში. მდინარე სასა კუბაში კაუტოს შემდეგ სიგრძით მეორე მდინარეა. წყალსაცავი საზრდოობს არაერთი მდინარის წყლით. 3 წლის განმავლობაში აშენდა 6 კილომეტრის სიგრძის კაშხალი, რომლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 1971 წლის 7 დეკემბერს. მშენებლობა დაჯდა 27 მილიონი კუბური პესო.[1] 1978 წელს დაემატა ჰესიც.

სასის წყალსაცავი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად, აგრეთვე განვითარებულია თევზჭერა. 1980-იან წწ. წყალსაცავში მოაშენეს მტკნარი წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზი არაპაიმა (Arapaima gigas).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Cubaweb.cu. (May 2007)Zaza stays. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2007-10-13.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted