ჰერცის დალერი
იერსახე
ჰერცის დალერი — XVII—XVIII სს მიჯნაზე მოჭრილი შვედური მონეტა.
იჭრებოდა კარლ XII-ის მიერ გაწეული სამხედრო ხარჯების დასაფარად ჩრდილოეთის ომის დროს შვედეთში. ბარონმა ჰერცმა სპილენძის საკრედიტო მონეტა მოაჭრევინა 1 ვერცხლის დალერის ღირებულებისა. კარლის გარდაცვალების შემდეგ მიმოქცევაში უკვე 12 მლნ ჰერცის დალერი იყო. ნიშტადტის ზავის შემდეგ (1721) ჰერცის დალერის ღირებულება ორმაგად შემცირდა, მოკლე დროში კი სრულიად გაუფასურდა.