შინაარსზე გადასვლა

საღირისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:18, 21 სექტემბერი 2014-ის ვერსია, imported>Kober (დაემატა/გასწორდა კატეგორია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

საღირისძენი — დასავლეთ საქართველოს დიდებულთა საგვარეულო XII საუკუნეში. XII საუკუნის 80-იან წლებში ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონი. საღირისძენი დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად მონაწილეობდნენ თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში (1184); მათ ვარდანისძეებთან და ამანელისძეებთან ერთად ხმალი შემოარტყეს თამარს. XII საუკუნის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიებიან.

წყარო

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;

ლიტერატურა