შინაარსზე გადასვლა

ჰელგოლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:39, 15 ნოემბერი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Aerial image of Heligoland.jpg
ჰელგოლანდი და დიუნე

ჰელგოლანდი (გერმ. Helgoland) — გერმანიის კუნძული, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან ყველაზე მეტადაა დაშორებული. მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის ყურეში. ჰელგოლანდთან ახლოს მდებარეობს პატარა დაუსახლებელი კუნძული დიუნე, რომელიც ძველად ჰელგოლანდის ნაწილი იყო, თუმცა 1721 წელს ბუნებრივად გამოეყო მას. კუნძულის სახელწოდება ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება გერმანულ სიტყვებს Heiliges Land, რაც ქართულად წმინდა მიწას ნიშნავს.

დიუნესთან ერთად ჰელგოლანდი ქმნის ამავე სახელწოდების თემს, რომელიც პინებერგის რაიონს ეკუთვნის და შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მხარეში შედის. 2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ჰელგოლანდის მოსახლეობა შეადგენს 1 127 ადამიანს[1]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted