შინაარსზე გადასვლა

სახალხო განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:05, 3 ივლისი 2018-ის ვერსია, imported>Gobrona
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „სახალხო განათლება“ — ქართული გაზეთი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, საქართველოს სსრ პროფესიული ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტისა და განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა თბილისში, კვირაში 2-ჯერ. დაარსდა 1928 წელს. „სახალხო განათლების“ ადრინდელი სახელწოდებებია „განათლების მუშაკი“ (1928–1931), „კომუნისტური განათლება“ (1932–1938), „საბჭოთა მასწავლებელი“ (1938–1941, 1945–1947), 1947 წლიდან — „სახალხო განათლება“. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ გ. სოსელია, ვ. გოგოლაძე, გ. გაბისონია, გ. საჯაია. 1965 წლიდან — ნ. შველიძე. გაზეთი აქვეყნებდა სტატიებს, რომლებიც შეეხება საყოველთაო-სავალდებულო განათლების, კომუნისტური აღზრდისა და სწავლების ხარისხის ამაღლების პრობლემებს. პროპაგანდას უწევდა მოწინავე სკოლებისა და მასწავლებელთა მუშაობის დადებითი გამოცდილების განზოგადებას და სხვა. ტირაჟი 65 ათასი (1985).

ლიტერატურა