შინაარსზე გადასვლა

შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
03:54, 8 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი

Nationalpark Schleswig-Holsteinisches Wattenmeer

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ესკიზის შექმნის შეცდომა:  გერმანია
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 4410 კმ²
დაარსდა 1985
სტუმრობა 1 746 293 (2002)
მმართველი ორგანო 38855 Wernigerode
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ჩრდილოეთ ფრიზის ბარიერული კუნძულების აერო ფოტო

შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვადენზეეს ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Schleswig-Holsteinisches Wattenmeer) — ეროვნული პარკი გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში, ვადენზეეს სანაპიროზე. იგი დაარსდა 1985 წელს, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პარლამენტის მიერ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1999 წელს. ქვემო საქსონიის ვადენზეეს ეროვნულ პარკთან, ჰამბურგის ვადენზეეს ეროვნულ პარკთან და ელბის ესტუარის ზოგიერთ ნაწილთან ერთად, რომლებიც ბუნების ნაკრძალები არაა, წარმოქმნის ვადენზეეს გერმანულ ნაწილს.

ეროვნული პარკი იშლება ჩრდილოეთით — გერმანია-დანიის საზღვაო საზღვრიდან სამხრეთით, მდინარე ელბის ესტუარამდე. ჩრდილოეთით, იგი მოიცავს ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულებსა და ჰალიგენს და მათს მიქცევა-მოქცევის არეალებს, რომლების სიგანეც 40 კმ-ია. გავრცელებული ფლორა და ფაუნა ტიპურია მთლიანად ვატოვის ზღვისთვის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა დელფინი, იხვები და ზოსტერა (ზღვის ბალახი).

პარკის ფართობი 4410 კმ²-ია და უდიდესია გერმანიაში. ტერიტორიის 68 % მუდმივად ზღვის ქევშაა, 30 % კი პერიოდულად მშრალია. ნიადაგები ძირითადად მლაშე ჭაობებს მოიცავს. 1990 წელს, იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად აღიარა, ხოლო ვატოვის ზღვის ნიდერლანდურ ნაწილთან ერთად 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში