დიურანსი
დიურანსი Durance | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მდინარე დიურანსი | |
ქვეყანა | საფრანგეთის დროშა საფრანგეთი |
ქალაქები | ბრიანსონი, ავინიონი |
სათავე |
კოტის ალპები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავი |
რონა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შესართავის მდებარეობა | საფრანგეთი |
შესართავის სიმაღლე | 20 მ |
სიგრძე | 323 კმ |
აუზის ფართობი | 14.342 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფაილი:Blue 0080ff pog.svg — სათავე,![]() | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|დიურანსი]] ვიკისაწყობში |
დიურანსი (ფრანგ. Durance) — მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. მდინარე რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კოტის ალპებში, ზღვის დონიდან 2325 მ სიმაღლეზე. სიგრძე 323 კმ, აუზის ფართობი 14.342 კმ². შუა დინებაში კვეთს პროვანსის ალპების შტოქედებს, ხოლო ქვემო დინებაში გამოდის რონის დაბლობის ფარგლებში. ზემო დინებაში აუზის საზრდოობაში მონაწილეობს მდნარი თოვლი, დანარჩენ მონაკვეთზე წვიმის წყლები. ზამთარსა და გაზაფხულზე (ივნისის ჩათვლით) დიურანსზე შეიმჩნევა ბობოქარი და საკმაოდ მაღალი წყალმოვარდნები, რომელიც ზოგჯერ იწვევს სანაპირო ნაყარის გარღვევასა და მდინარე რონის დაბლობის ფარგლებში წყალდიდობის წარმოქმნას.
1961 წელს მდინარის ზემო წელში შეიქმნა წყალსაცავი. ჰესი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში შეადგენს 188 მ³/წმ-ს. წყლის სპორტის სახეობების პოპულარული ადგილია. მდინარის ნაპირებზეა ქალაქები: ბრიანსონი, ავინიონი.
რესურსები ინტერნეტში
- დიურანსი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- დიურანსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)