ნიკა შერმადინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ნიკოლოზ 'ნიკა' შერმადინი (დ. 8 იანვარი, 1995) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ მეკარე.
კარიერა
კარიერა დაიწყო 2012 წელს, უმაღლესი ლიგის კლუბ საჩხერის „ჩიხურაში“. 2011 წლიდან გამოძახებული იყო 17 წლამდელთა ნაკრებში. „ჩიხურას“ ძირითად შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 2013-14 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „მეტალურგში“, მაგრამ ახალ კლუბშიც მხოლოდ სათადარიგო შემადგენლობაშ უწევდა ყოფნა. 2014-15 წლების სეზონში თამაშობდა პირველ ლიგაში მოასპარეზე „სასკოში“, სადაც 18 მატჩი ჩაატარა. ამავე სეზონის ბოლო ნაწილში იცავდა „სტუ“-ს ღირსებას. 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევარი გაატარა „გაგრას“ შემადგენლობაში,[1] მეორე ნახევარში ასევე პირველი ლიგის კლუბ „ჭიათურაში“ გადავიდა.[2] ასევე „ჭიათურის“ შემადგენლობაში ითამაშა 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში.
გარდამავალი სეზონის დასრულების შემდეგ „ჭიათურა“ მეორე ლიგაში დაქვეითდა და ნიკამ გუნდი დატოვა. მიუხედავად მისი მაღალ დონეზე თამაშისა, უკეთესი ჩემპიონატის კლუბებისგან შემოთავაზება არ ჰქონია. შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა ამ დროს მიწვევა მიიღო მეორე ლიგის კლუბ „ბორჯომისგან“.[3] საბოლოოდ ნიკა ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა.[4]
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 7 ნოემბერი, 2015.
- ↑ ნიკა შერმადინი "ჭიათურასა" და ქართულ ფეხბურთზე[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://fanebi.com, 26 ოქტომბერი, 2016.
- ↑ ნიკა შერმადინი - უმაღლესი ლიგიდან მესამე ლიგამდე[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://fanebi.com, 26 თებერვალი, 2017.
- ↑ ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 9 მარტი, 2017.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ივლისი 2022
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2021
- დაბადებული 1995
- ქართველი ფეხბურთელები
- საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები
- რუსთავის მეტალურგის ფეხბურთელები
- სასკოს ფეხბურთელები
- გაგრას ფეხბურთელები
- ჭიათურის ფეხბურთელები
- ფოთის კოლხეთის ფეხბურთელები
- დაბადებული 8 იანვარი