შინაარსზე გადასვლა

შუმავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:00, 4 მაისი 2018-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
შუმავა
ფაილი:Grosser-Arber-002.jpg
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ესკიზის შექმნის შეცდომა:  ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
უმაღლესი წერტილი გროსერ-არბერი
სიმაღლე 1456 
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

შუმავა (ჩეხ. Šumava; გერმ. Böhmerwald) — ქედი ცენტრალურ ევროპაში. გეოგრაფიულად ვრცელდება ჩეხეთის, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიაზე. ქმნის ბუნებრივ საზღვარს ერთი მხრივ, ჩეხეთსა და მეორე მხრივ, გერმანიასა და ავსტრიას შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩეხურ და გერმანულ მხარებში ქედი განსხვავებული სახელებით აღინიშნება: ჩეხეთის რესპუბლიკაში ეწოდება შუმავა, ხოლო გერმანიაში ბოჰემიის ტყე. ჩეხეთის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კიდეა. სიგრძე დაახლოებით 140 კმ. საშუალო სიმაღლე 800-1400 მ. ბავარიულ მხარეზე მაქსიმალური სიმაღლეა 1456 მ (მთა გროსერ-არბერი), ხოლო ჩეხეთისა და ავსტრიის მხარეზე 1378 მ (მთა პლეხი).

უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. თხემი მოსწორებულია. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი. ბევრია ტორფნარი. არის ძველი გამყინვარების ნიშნები. კალთები შემოსილია წიფლნარითა და მდელოს ბალახეულით.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=შუმავა&oldid=120408“-დან