შინაარსზე გადასვლა

გეორგიოს კარაგუნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:11, 5 მარტი 2018-ის ვერსია, imported>Zangala (დაემატა კატეგორია:დაბადებული 6 მარტი გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გეორგიოს კარაგუნისი (ბერძ. Γιώργος Καραγκούνης დ. 6 მარტი, 1977, პირგოსი)— ბერძენი ფეხბურთელი, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2009-2014 წლებში, ევროპის ჩემპიონი. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. გამოირჩეოდა შორეული და საჯარიმო დარტყმებით. კარიერის მანძილზე თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში: „პანათინაიკოსში“, „ინტერში“, „ბენფიკასა“ და „ფულემში“.

სანაკრებო კარიერა

15 წლის ასაკიდან ის საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, სადაც 111 მატჩი ითამაშა. 1998 წელს საბერძნეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები.

კარაგუნისის დებიუტი ნაკრებში შედგა 1999 წლის აგვისტოში სალვადორის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე, სადაც გაიტანა ჩემპიონატის პირველი გოლი პორტუგალიის კარში. მატჩი საბერძნეთმა 2-1 მოიგო, იმ წელს კი კარაგუნისი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მონაწილეობა მიიღო 2005წლის კონფედერაციის თასზე, ევროპის 2008 და 2012 წლების გათამაშებებში. ამ ჩემპიონატზე კარაგუნისმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი გადამწყვეტ მატჩში რუსეთის წინააღმდეგ, რითაც საკუთარი გუნდი ტურნირის მეოთხედფინალში გაიყვანა. ასევე მონაწილეობდა 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე.

კარაგუნისს 15 წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა და მას საბერძნეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 139 მატჩი აქვს ჩატარებული.

რესურსები ინტერნეტში