შინაარსზე გადასვლა

ჯორდან ჰენდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:14, 9 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯორდან ბრაიან ჰენდერსონი (ინგლ. Jordan Brian Henderson; დ. 17 ივნისი, 1990) — ინგლისელი ფეხბურთელი, ამსტერდამის „აიაქსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

საკლუბო კარიერა

კარიერა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, კლუბ „სანდერლენდში“. 2009 წელს იჯარით თამაშობდა „ქოვენთრი სიტიში“. 2011 წლის 9 ივნისს „სანდერლენდიდან“[1] და „ლივერპულში“ გადავიდა £17 მილიონის სანაცვლოდ.[2][3] პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჰენდერსონის დებიუტი 2011 წლის 13 აგვისტოს, ყოფილ კლუბთან, „სანდერლენდთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში შედგა. 2012 წელს კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, ინგლისის ლიგის თასი. 2015 წლიდან გახდა „ლივერპულის“ კაპიტანი.[4] 2019 წელს მისი კაპიტნობით „ლივერპულმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.[5][6] იმავე წელს ჰენდერსონი გახდა „ლივერპულის“ პირველი კაპიტანი, ვინც კლუბთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

სანაკრებო კარიერა

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰენდერსონის დებიუტი 2010 წელს შედგა. მანამდე მას ნათამაშები ჰქონდა ინგლისის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. ეროვნული ნაკრების რიგებში ჰენდერსონს 50-ზე მეტ მატჩში აქვს ნათამაშები. ნაკრებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში: 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატსა და 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატშში. 2019 წელს ჰენდერსონი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.[7]

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ინგლისი
ინგლისის დროშა
2010 1 0
2011 0 0
2012 4 0
2013 2 0
2014 11 0
2015 4 0
2016 10 0
2017 4 0
2018 12 0
2019 7 0
2020 3 0
2021 10 2
2022 6 1
2023 7 0
ჯამში 81 3

მიღწევები

საკლუბო

ინგლისის დროშა ლივერპული

სანაკრებო

ინგლისის დროშა ინგლისი

ინდივიდუალური

  • ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2019
  • „ლივერპულის“ წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2011-2012
  • „სანდერლენდის“ წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2009–10, 2010–11

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Henderson fee agreed.
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Henderson appointed Liverpool captain, 10 ივლისი, 2015.
  5. Liverpool win Champions League 1 ივნისი, 2019.
  6. Liverpool beat Chelsea on penalties to win Super Cup, 14 აგვისტო, 2019.
  7. Jordan Henderson & Lucy Bronze named England players of year for 2019, 14 იანვარი, 2020.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ამსტერდამის აიაქსის შემადგენლობა

თარგი:ინგლისის შემადგენლობა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე თარგი:ინგლისის შემადგენლობა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე თარგი:ინგლისის შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე