შინაარსზე გადასვლა

ბაუნტის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:27, 25 აგვისტო 2014-ის ვერსია, 94.43.16.210 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბაუნტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Bounty Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 13
მთავარი კუნძული დეპოტი
ფართობი 1,35 კმ²
უმაღლესი წერტილი 90 მ
ესკიზის შექმნის შეცდომა:  ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ბაუნტის კუნძულები (ინგლ. Bounty Islands) — 13 დაუსახლებელი, გრანიტით აგებული მომცრო კუნძულებისა და მრავალრიცხოვანი კლდეებისაგან შემდგარი არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. განლაგებულია სამხრეთ კუნძულისგან 670 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩატემის კუნძულებისგან კი 530 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

ეს კუნძულთა ჯგუფი ადმინისტრაციულად ეკუთვნის ახალი ზელანდიის გარე კუნძულებს. ისინი არ არიან რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილი, მაგრამ იმყოფებიან სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობის ქვეშ.

გეოგრაფია

ფაილი:Bounty Islands map.png
ბაუნტის კუნძულების რუკა

კუნძულები მდებარეობენ 179° 02' — 179° 07' ს. გ. და 47° 40' — 47° 45' ა. გ. შორის.

კუნძულების მთლიანი ფართობი შეადგენს 1,35 კმ²-ს. არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილია — 90 მეტრი ზღვის დონედან.

13 კუნძულის შემადგენლობა:

  • ძირითადი ჯგუფი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted):
    • კუნძული დეპოტი (Depot) (ყველაზე დიდი კუნძული)
    • კუნძული ლიონი (Lion)
    • კუნძული პინგვინი (Penguin)
    • კუნძული პროკლემეიშენი (Proclamation)
    • კუნძული რანფერლი (Ranfurly)
    • კუნძული რუატარა (Ruatara)
    • კუნძული სპაიდერი (Spider)
    • კუნძული ტუნელი (Tunnel)
    • კლდე დოგი (Dog Rock)
    • კლდე სილი (Seal Rock)
    • კლდე სკუა (Skua Rock)
  • ცენტრალური ჯგუფი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted):
    • კუნძული კეისტლი (Castle)
    • კუნძული ფანელი (Funnel) (ძირითადი კუნძული)
    • კუნძული პრაიონი (Prion)
  • აღმოსავლეთის ჯგუფი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted):
    • კუნძული მოლი კეპი (Molly Cap) (ძირითადი კუნძული)
    • კუნძული კონი (Con Island)
    • კლდე ჩრდილოეთის (North Rock)

კუნძულებზე ბინადრობენ პინგვინების, ალბატროსების და სელაპების დიდი პოპულაცია. ამ მიზეზით არქიპელაგი XIX — XX საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო მონადირეებს შორის.

კუნძულების კლიმატი მკაცრი და თანაბარ ქარიანია. ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა (აგვისტო) — +5,5 °C, ყველაზე თბილი — იანვარი-თებერვალი — +11 °C. ბაუნტის კუნძულები ხშირად წარმოუდგენიათ ტროპიკულ კუნძულებად, პიტკერნის კუნძულების (5,5 ათასი კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით) გამო, სადაც გადავიდა იმავე დასახელების გემის აჯანყებულთა ეკიპაჟი, ასევე ქოქოსიანი შოკოლადის — «ბაუნტის» სარეკლამო რგოლების გამო.

ისტორია

ბაუნტის კუნძულები 1788 წლის სექტემბერში კაპიტანმა უილიამ ბლაიმ აღმოაჩინა და სახელი გემ HMS Bounty-ის პატივსაცემად უწოდა, ბაუნტის ცნობილ აჯანყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

მოსახლეობა

კუნძულები დაუსახლებელია, მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, დროებით მცხოვრები სამეცნიერო ექსპედიციის თანამშრომლების გარდა.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted