შინაარსზე გადასვლა

კორომანდელის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:17, 29 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 0 წყარო და 1 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:NZ-Coromandel P.png
მდებარეობა

კორომანდელი (ინგლ. Coromandel Peninsula) — ნახევარკუნძული ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. მიეკუთვნება უაიკატოს რეგიონს. იშლება პლენტის უბიდან ჩრდილოეთით, 85 კილომეტრზე. წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს, რომელიც ჰაურაკის ყურეს წყნარი ოკეანისგან იცავს. ყველაზე ფართო ადგილას სიგანე 40 კმ-ს აღწევს. თითქმის მთლიანი მოსახლეობა თავს იყრის ჰაურაკის ყურისა და პლენტის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში. ქვეყნის უდიდესი ქალაქი — ოკლენდი ჰაურაკის ყურის სანაპიროდან 55 კმ-ით დასავლეთითაა გაშენებული. კარგ ამინდში, ქალაქიდან კარგად მოსჩანს ნახევარკუნძული.

ნახევარკუნძულის რელიეფი გორაკ-ბორცვიანია, დაფარულია საშუალო წვიმის ტყეებით. კვეთს კორომანდელის ქედი, რომელიც ზღვის დონიდან 900 მეტრს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძულზე მდებარეობს დიდი ქალაქები, მაგალითად ოკლენდი და ტაურანგა, ბუნების უდიდესი ნაწილი შედარებით იზოლირებულია, შიდან ნაწილი და ჩრდილოეთი კიდე კი განუვითარებელი და თითქმის დაუსახლებელია. დიდ ნაწილზე შექმნილია სატყეო პარკები.

ოპიტოს უბე, კორომანდელის ნახევარკუნძული
ოპიტოს უბე, კორომანდელის ნახევარკუნძული

რესურსები ინტერნეტში