ბარგუზინის ნაკრძალი

18:08, 16 სექტემბერი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (Reformat 1 URL (Wayback Medic 2.5)) #IABot (v2.0.9.5) (GreenC bot)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბარგუზინის ნაკრძალი (რუს. Баргузинский заповедник) — ნაკრძალი რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს ბარგუზინის ქედის დასავლეთ კალთებზე. ფართობი 2,482 კმ². მოიცავს ბაიკალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და საკუთრივ ტბის გარკვეულ აკვატორიას. ნაკრძალს სახელი ეწოდა მდინარე ბარგუზინის მიხედვით. ტერიტორიას კვეთენ მდინარეები: დავშა, სოსნოვკა, გრომოტუხა და სხვა. რუსეთის უძველესი ნაკრძალია. შეიქმნა 1916 წლის 29 დეკემბერს სიასამურის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობს: ლოსი, მუშკი, თეთრი კურდღელი, მურა დათვი და სხვ. სულ გვხვდება ძუძუმწოვრების 41 სახეობა. წყლის ფაუნას ქმნიან: ბაიკალის ომული, სიგი, ზუთხი და სხვ. ისტორიული ცენტრია სოფელი დავშა. 1999 წლიდან მმართველობა იმყოფება ნიჟნეანგარსკში. 1986 წლიდან შედის იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატების სიაში.

ბარგუზინის ნაკრძალი
მდებარეობა ბურიატეთი, რუსეთი
ფართობი 2,482 კმ²
დაარსდა 1916 წლის 29 დეკემბერს
მმართველი ორგანო ბმული

რესურსები ინტერნეტში