ციმბირული ლარიქსი
იერსახე
ციმბირული ლარიქსი (ლათ. Larix sibirica) — წიწვოვანი მცენარის სახეობა ფიჭვისებრთა ოჯახისა. იზრდება ტყის ზონაში. 30-40 მ სიმაღლის ხეა, ღეროს დიამეტრი 80-100 (180) სმ. ახალგაზრდა ხის ვარჯი პირამიდისებურია, შემდეგ მომრგვალო ფორმას იღებს. კვირტი ფართო კონუსისებრი ან — ნახევარსფეროსებრია. წიწვი რბილია, ვიწროზოლიანი, სიგრძე 13-45 მმ, სიგანე 1,6 მმ. დამტვერვა მაისშია. გირჩა კვერცხისებრი ან მოგრძო-ოვალურია, ჯერ მეწამული, ხოლო შემდეგ ღია მურა ან ღია მოყვითალო; სიგრძე 2-4 სმ, სიგანე 2-3 სმ. თესლის სიგრძე 2-5 მმ, ხოლო სიგანე 3-4 მმ აღწევს.
გავრცელებულია ძირითადად ციმბირში.
რესურსები ინტერნეტში
- ციმბირული ლარიქსი - ბოტანიკური ლექსიკონი
- ციმბირული ლარიქსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)