აწყურის ტაძარი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
აწყურის ტაძარი — ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფ. აწყურის ტერიტორიაზე.
დღეისათვის შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში[1]. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს სადიაკვნესა და სამკვეთლოს აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით; საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა.
ტაძრის რეაბილიტაცია
2016 წელს დაიწყო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი[2].
ლიტერატურა
- ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
- აწყური Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
- ბიბლიოგრაფია აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე
სქოლიო
- ↑ ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970, გვ., 51
- ↑ თარგი:Youtube
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted