შინაარსზე გადასვლა

გაეტანო დ’აგოსტინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:41, 2 ივნისი 2018-ის ვერსია, imported>Zangala (დაემატა კატეგორია:დაბადებული 3 ივნისი გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გაეტანო დ'აგოსტინო (იტალ. Gaetano D'Agostino; დ. 3 ივნისი, 1982, პალერმო, იტალია) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად არის იტალიური საფეხბურთო კლუბ ვირტუს ფრანკავილას მწვრთნელი. უკანასკნელად თამაშობდა იტალიურ კლუბ ლუპა-რომაში.

საკლუბო კარიერა

გაეტანომ კარიერა მშობლიურ პალერმოში დაიწყო, სადაც ბრწყინვალედ გამოდიოდა, რის გამოც დედაქალაქიდან შეამჩნიეს და რომაში წაიყვანეს, თუმცა მისი რონაული ოცნება ვერ ასრულდა, რადგან იქ თითქმის უსაქმოდ იყო, ამიტომაც იგი მალევე სერია ბ-ს კლუბ ბარიში გადავიდა, სადაც უკეთესად მოერგო. ორი სეზონის შემდეგ იგი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და ამჯერადაც ამაო აღმოჩნდა მისი რომაში დაბრუნება, სადაც ორი სეზონი თითქმის უსაქმოდ იყო ისევ, მანამ სანამ მესინაში არ გადავიდა. სიცილიაზე მან ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დონით უფრო მაღალი გუნდისგან უდინეზესგან მოუვიდა შეთავაზება და ის რა თქმა უნდა დათანხმდა.

ფრიულის გუნდში გაეტანომ ძალიან ძლიერი ცენტრი შექმნა გიოკხან ინლერის ტანდემთან ერთად. ხოლო 2008/09 სეზონში ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველიც იყო, რის გამოც მას შანსი ჰქონდა რომ ან ტურინის იუვენტუსში ანდაც მადრიდის რეალში გადასულიყო, თუმცა იმის გამო რომ უდინეზემ მაღალი ფასი დაადო მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს. თითქოს ამ ყველაფერს გაეტანო უნდა გაეტეხა, მაგრამ მან ინტერვიუში განაცხადა რომ იდი კმაყოფილია რათა უდინეზეში დარჩა.

2010 წელს მან მაინც დატოვა ფრიული და ფლორენციას ჩააკითხა, სადაც ფიორენტინას ფეხბურთელი გახდა. მან ერთი კარგი სეზონი ითამაშა ფლორენციულ კლუბში, თუმცა გუნდმა რატომღაც უარი განაცხადა მის დატოვებაზე და იგი ისევ ფრიულის დაუბრუნდა. 2011 წელს კი სიენას ფეხბურთელი გახდა.

სანაკრებო კარიერა

გაეტანოს ყველაზე კაი სანაკრებო კარიერა U21-თან ჰქონდა, სადაც უდავოდ ლიდერი იყო გუნდის. პირველი დიდი გამოძახება კი 2009 წლის 9 ივნისს ამხანაგურ თამაში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მოუწია.

მიღწევები

საკლუბო

სანაკრებო

რესურსები ინტერნეტში