ედინსონ კავანი

14:15, 22 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ედინსონ რობერტო კავანი გომესი (ესპ. Édinson Roberto Cavani Gómez; დ. 14 თებერვალი, 1987, სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, „ვალენსიას“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა

დანუბიო

კავანი დაიბადა სალტოში ბერტა გომესის და ლუის კავანის ოჯახში. 12 წლის ასაკში შეუერთდა „დანუბიოს“ ბავშვთა გუნდს. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2006 წელს. იმ წელს კლუბთან ერთად მოიგო აპერტურა და გაიტანა 9 გოლი სადებიუტო სეზონში.[1]

პალერმო

2007 წლის სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კავანის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“.[2] თუმცა, 2007 წლის 29 იანვარს ფეხბურთელმა „პალერმოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 31 იანვარს.[3] €4,475 მილიონის სანაცვლოდ.[4]

მისი დებიუტი „პალერმოში“ შედგა 2007 წლის 11 მარტს „ფიორენტინასთან“ მატჩში.[5] ის მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი კლუბი მარცხდებოდა 0–1 და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი მატჩის დასრულებამდე ისეთ სტილში, როგორშიც მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში.[6]

ნაპოლი

2010 წლის ივლისში კავანიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაპოლისთან“. კონტრაქტის საფასურმა 5 მილიონი ევრო შეადგინა, 12 მილიონი ევრო შეადგენს მისი ტრანსფერის ფასს. სადებიუტო მატჩში კავანიმ ორი გოლი გაიტანა „ელფსბორგთან“ ევროპის ლიგის მატჩში.

სანაკრებო კარიერა

კავანი 2007 წელს გამოიძახეს ურუგავის 20 წლამდელთა ნაკრებში, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის. მან 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და გახდა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი.

2008 წლის 6 თებერვალს მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში კოლუმბიასთან 2–2 დასრულებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.

კარიერის სტატისტიკა

განახლდა: 6 იანვარი 2013
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დანუბიო 2005 10 4 5 3 15 7
2005–06 15 5 15 5
ჯამში 25 9 5 3 0 0 30 12
პალერმო 2006–07 7 2 7 2
2007–08 33 5 2 0 2 0 37 5
2008–09 35 14 1 1 36 15
2009–10 34 13 3 2 37 15
ჯამში 109 34 6 3 2 0 117 37
ნაპოლი 2010–11 35 26 2 0 10 7 47 33
2011–12 35 23 5 5 8 5 48 33
2012–13 16 16 2 2 5 7 23 25
ჯამში 86 65 9 7 23 19 118 91
ჯამში კარიერაში 220 108 20 13 25 19 265 140

ჯამში კარიერაში

ჯამში პროფესიონალურ კარიერაში
კლუბები მატჩები გოლები გოლები საშუალოდ ერთ თამაშში
კლუბები
265
140
0,53
ეროვნული ნაკრები
45
13
0,29
ოლიმპიადის ფინალი
3
0
0
ჯამში
313
153
0,49

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Scheda – Edison Cavani Italian. La Gazzetta dello Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 5 September 2007.
  2. Calciomercato.biz. Cavani, il Palermo sorpassa tutti Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2007. ციტირების თარიღი: 30 January 2007.
  3. Gazzetta dello Sport. Palermo, arriva il gioiello Cavani Italian. ციტირების თარიღი: 31 January 2007.
  4. US Città di Palermo Report and Accounts on 30 June 2007 (იტალიური)
  5. Tactical Formation. Football-Lineups.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 March 2007.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted