მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი | |
---|---|
ფაილი:Me bebia.jpg | |
ჟანრი | კომედია რომანი |
ავტორი | ნოდარ დუმბაძე |
მშობლიური ენა | ქართული |
დაწერის ადგილი | საქართველოს სსრ |
გამოცემულია | 1960 |
წინა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შემდეგი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.
სიუჟეტი
ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.
ლიტერატურა
- ნოდარ დუმბაძე, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. I, — თბილისი, „მერანი“, 1960
რესურსები ინტერნეტში
- რომანი პროექტ „ბუკიზე“ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მე, ბებია, ილიკო და ილარიონი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წიგნების ონლაინ-მაღაზიაში
|