ირლანდიის ადმინისტრაციული დაყოფა
ირლანდია შედგება 4 (ისტორიული) პროვინციისგან, რომლებიც დაყოფილია 32 (ისტორიულ) საგრაფოდ. ოლსტერის 9 საგრაფოდან 6 ეკუთვნის ჩრდილოეთ ირლანდიას და ამავდროულად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს.
პროვინციები
რეგიონი | მდებარეობა | დროშა | შენიშვნები |
---|---|---|---|
კონაქტი Cúige Chonnacht კონის შთამომავლების ქვეყანა |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | ფაილი:Flag of Connacht.svg | |
ლენსტერი Cúige Laighean „Laigin-ის (საგვარეულოს) მეხუთე ნაწილი“ |
ფაილი:IrelandLeinster.png | ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
მანსტერი Cúige Mumhan კელტების ქალღმერთი მუმა |
ფაილი:Flag of Munster.svg | ||
ოლსტერი Cúige Uladh |
ფაილი:Flag of Ulster.svg |
ირლანდიის რესპუბლიკაში ქვეყნის მართვაში პროვინციები არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ სპორტში დიდი მნიშვბელობა აქვთ. ოლსტერი ლიგა რაგბიში მოიცავს პროვინციის ირლანდიურ და ბრიტანულ ნაწილს.
საგრაფოები
საგრაფო (ინგლ. County) — ირლანდიის ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ეს ეხება, როგორც ირლანდიას, აგრეთვე ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ამჟამად ირლანდიის კუნძულზე 32 საგრაფოა, მათნგა 26 შედის ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 6 — ჩრდილოეთ ირლანდიაში.
დუბლინის საგრაფო დაყოფილია ოთხ მაზრად ან ადმინისტრაციულ საგრაფოდ: დან-ლერი-რატდაუნი, ფინგალი, სამხრეთ დუბლინი და თვითონ ქალაქი დუბლინი, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი საგრაფოები. ამგვარადვე იყოფა ტიპერარის საგრაფო ორ მაზრად ან ადმინისტრაციულ საგრაფოდ: ჩრდილოეთ ტიპერარი და სამხრეთ ტიპერარი.
ირლანდიის რესპუბლიკაში ხუთ ქალაქს აქვს განსაკუთრებული სტატუსი (სიტი). დუბლინს — ქვეყნის დედაქალაქს — აქვს ადმინისტრაციული საგრაფოს სტატუსი, დანარჩენ ოთხს (გოლუეი, კორკი, ლიმერიკი, უოტერფორდი) კი — გაფართოებული უფლებამოსილებანი.
ჩრდილოეთ ირლანდია დაყოფილია 26 ადმინისტრაციულ რაიონად, ხოლო ოლსტერის ექვს საგრაფოს ტრადიციული ხასიათი აქვს.
დასახლებული პუნქტები
ირლანდიის დასახლებული პუნქტები რამდენიმე კლასად იყოფა:
- სიტი (city),
- ბოროუ (borough),
- პატარა ქალაქები, ტაუნები (town).
- აღწერითი ქალაქი (census town)
- (აღწერითი) დასახლება (unincorporated towns)
- სოფელი (village)
- ცალკე გამოყოფენ ქალაქგარე ტერიტორიებს დიდი ქალაქებისთვის და გარეუბნებს სხვა ქალაქებისთვის.
ისტორია
საგრაფოები წარმოიქმნა ანგლო-რომანული ბატონობის პერიოდში, XII საუკუნის შემდეგ.
საგრაფოების სია
სქოლიო
- ↑ (1989) Gasaitéar na hÉireann / Gazetteer of Ireland. Dublin: Brainse Logainmneacha na Suirbhéireachta Ordanáis / Placenames Branch of the Ordnance Survey. ISBN 070760076Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ ლონდონდერის ხშირად უწოდებენ დერის
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted