შინაარსზე გადასვლა

პროქსიმა კენტავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:06, 13 ნოემბერი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Proxima Centauri 2MASS Atlas.jpg
პროქსიმა კენტავრი (ცენტრში) ტელესკოპ 2MASS-დან
ესკიზის შექმნის შეცდომა:
მზის, კენტავრის ალფას, ალფა კენტავრის ბეტას და პროქსიმა კენტავრის შედარებითი ზომები (მარცხნიდან მარჯვნივ)

პროქსიმა (ლათ. proxima — „უახლოესი“) — კენტავრის ალფას ვარსკვლავური სისტემის წევრი წითელი ჯუჯა, მზის შემდეგ დედამიწასთან ყველაზე ახლო ვარსკვლავი.

2002 წელს ოპტიკური ინტერფერომეტრიის მეთოდის გამოყენებით გამოთვლილ იქნა პროქსიმას კუთხური დიამეტრი — 1,02±0,08 მილიწამი. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავის ფაქტობრივი დიამეტრი მზის დიამეტრის მეშვიდედია და მხოლოდ 1,5-ჯერ აღემატება იუპიტერისას. პროქსიმას მასა ასევე 7-ჯერ ნკლებია მზისაზე და 150-ჯერ აღემატება იუპიტერისას.

მახასიათებლები

მიუხედავად დედამიწიდან მცირე მანძილისა, პროქსიმას ხილული ვარსკვლავური სიდიდე არის 11m. ეს იმით აიხსნება, რომ პროქსიმა არის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც ასხივებს მცირე ენერგიას. ამიტომაც მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. დაკვირვების სირთულის გამო, ის მხოლოდ 1915 წელს იქნა აღმოჩენილი რობერტ ინესის მიერ, რომელიც იმ პერიოდისათვის იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ობსერვტორიის დირექტორი იყო. პირველად პროქსიმას პარალაქსი 1917 წელს გაიზომა. მანამდე კი მზესთან უახლოეს ვარსკვლვდ ითვლებოდა კენტავრის ალფა.

ისევე, როგორც ბევრი სხვა წითელი ჯუჯა, პროქსიმაც წარმოადგენს ცვალებად ვარსკვლავს. ის დაახლოებით 0,21 სინათლის წლითაა დაშორებული კენტავრის ალფა სისტემის დანარჩენი ორი ვარსკვლავისგან და მიიჩნევა, რომ ის ამ სისტემის გარშემოვლას ანდომებს 500 000 წელიწადზე მეტს. თუმცაღა ის, რომ პროქსიმა მართლაც განეკუთვნება კენტავრის ალფა სისტემას, ეს ბოლომდე დადასტურებული არაა.

რესურსები ინტერნეტში