შინაარსზე გადასვლა

რაშიდ ად-დინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:44, 6 ივნისი 2022-ის ვერსია, imported>CommonsDelinker (- "Rashid-al-Din_Hamadani.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Ellywa-ს მიერ. მიზეზი: per c:Commons:Deletion requests/File:Rashid-al-Din Hamadani.jpg.)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

რაშიდ ად-დინი (დ. 1247 — გ. 1318) — ებრაული წარმოშობის გამუსლიმებული ირანში მოღვაწე ისტორიკოსი, ექიმი, სწავლული, მონღოლთა ვეზირი.

ირანის მონღოლი ყაენების, ყაზან-ყაენისა და ოლჯაითუ-ყაენისაგან მიიღო დავალება, შეედგინა „საყოველთაო“, მსოფლიო ისტორია. ნაშრომზე, რომელსაც, „ჯამი ათ-თავარიხი“ - „ისტორიათა კრებული“ ეწოდება, რაშიდ ად-დინის ხელმძღვანელობით, მუშაობდა მთელი ჯგუფი. ამრიგად, ეს იყო მუსლიმური სამყაროსათვის მეტად იშვიათი მცდელობა, საყოველთაო ისტორია გასცდენოდა ისლამურ სამყაროსა და ცივილიზაციას. რაშიდ ად-დინმა ამ მხრივ არა მხოლოდ მუსლიმურ ისტორიოგრაფიაში მოიპოვა გამორჩეული ადგილი, არამედ ბევრად გაასწრო ევროპულ ისტორიულ მწერლობასაც.

ლიტერატურა

  • კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012