შინაარსზე გადასვლა

დახრილობა (ასტრონომია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:38, 9 ნოემბერი 2024-ის ვერსია, imported>Surprizi (მომხმარებელმა Surprizi გვერდი „დახრილობა“ გადაიტანა გვერდზე „დახრილობა (ასტრონომია)“)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დახრილობა — ეკვატორული სისტემის ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ ასტრონომიაში, რომელიც აღინიშნება ბერძნული ანბანის δ ასოთი. ამა თუ იმ მნათობის დახრილობა ეწოდება კუთხეს საათის წრეზე ცის ეკვატორსა და ამ მნათობს შორის. დახრილობა აითვლება 0°-დან +90°-მდე ჩრდილოეთ პოლუსის და 0°-დან -90°-მდე სამხრეთ პოლუსის მიმართულებით. პირველ ეკვატორულ სისტემაში გამოიყენება საათის კუთხესთან, ხოლო მეორე ეკვატორულ სისტემაში პირდაპირ აღვლენასთან მიმართებაში.

რესურსები ინტერნეტში