შინაარსზე გადასვლა

ქავთარ II ტბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:33, 17 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>M. (წაიშალა კატეგორია:ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალები; დაემატა კატეგორია:ქართველი დიდი ფეოდალები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ქავთარ II ტბელიქართლის დიდი აზნაური X საუკუნის მეორე ნახევარში, სხვა აზნაურებთან ერთად იბრძოდა ქართლში აფხაზთა მეფისა და ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ხელისუფლების დამკვიდრების წინააღმდეგ. X საუკუნის 80-იან წლებში მისი წინამძღვრობით ქართლის აზნაურებმა მოღრისთან ბრძოლა გაუმართეს დასავლეთ საქართველოდან ქართლში მომავალ ბაგრატ III-ს. ქართლის აზნაურები დამარცხდნენ, რის შემდეგაც ბაგრატ III-მ, როგორც ჩანს მკაცრად დასაჯა ქავთარ ტბელი და ჩამოართვა ყმა-მამულის ნაწილი. ტბელის შთამომავალი უნდა იყოს ქართლის ერისთავი ივანე აბაზასძე (XI საუკუნის 30-იანი წწ.).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა