ბანინის ეროვნული პარკი
ბანინის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | გაზის პროვინცია |
ქვეყანა | მოზამბიკი |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | 7 000 კმ² |
დაარსდა | 1973 |
ბანინის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორია მოზამბიკში, გაზის პროვინციის ჩიგუბუს რაიონში. შეიქმნა 1973 წლის 26 ივნისს.
პარკის ფართობი 7 000 კმ²-ია და მოიცავს ვრცელ ჭარბტენიან არეალებს, რაც წყლის მნიშვნელოვანი წყაროა ირგვლივ მდებარე მშრალი მიწებისთვის. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 430 მმ-ია. ამ არეალში წყალი ძირითადად მოემართება ჩრდილო-დასავლეთიდან, ზიმბაბვეს საზღვრის სიახლოვიდან, მრავალი არხის მეშვეობით, შემდეგ კი მდინარე შანგანეში ჩაედინება.
ფაუნა
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია 18 სახეობის თევზი. ბინადრობენ ბუფალოები, სიასამურები, ზებრები, გნუები და ა. შ. აღნიშნულ ცხოველთა დიდი ნაწილი განაფგურდა 1980-იანი წლების სამოქალაქო ომის დროსა და 1990-იანი წლების დასაწყისში. პარკში დღემდე ბინადრობს საფრთხის ქვეშ მყოფი საყურეებიანი წერო.
მოსახლეობა
ნაკრძალში სახლობს ადამიანთა მცირე საზოგადოება, რომელიც მიწის დამუშავებით გარემოს ზიანს აყენებს. მოჰყავთ სიმინდი, სორგო, მანიოკი და შაქრის ლერწამი.