შინაარსზე გადასვლა

უკეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:56, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (წაიშალა კატეგორია:ისტორიული ქალაქები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

უკეკი, უვეკიოქროს ურდოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი. XIV საუკუნის დასაწყისში უშვებდა საკუთარ მონეტებს. იარსება XIV საუკუნის დასასრულამდე. მდებარეობდა ქალაქ სარატოვის მახლობლად (რკ. სადგურ უვეკთან). ნანგრევები შეისწავლეს XIX-XX საუკუნის მიჯნაზე, აღმოჩენილია კვამლსადენიანი სახლების ნაშთები, კერამიკული ქურები, მუსლიმანური ნეკროპოლი. 1913 წელს გათხარეს XIV საუკუნის ქალის მდიდარი მავზოლეუმი. ნაგებობაში გამოყენებული იყო გამომწვარი აგური და ალიზი. აღმოჩნდა წყლისა და მარცვლეულის შესანახი, მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა, ქვის ჭურჭელი, მოზაიკა, მაიოლიკა, წყლის მილები, ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, ბრინჯაოს კერპები და ჯვრები (ქრისტიანობის ნიშნები).

ლიტერატურა

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=უკეკი&oldid=145177“-დან