ძაღლის ბირკა
იერსახე
ძაღლის ბირკა (ლათ. Torilis) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ჯაგრისებრი ბეწვებით შებუსული ერთწლოვანი ბალახებია.
იზრდება ბუჩქნარებში, ტყის პირებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზე. გვარში გაერთიანებული 15 სახეობიდან საქართველოში გვხვდება 5, რომლებიც ასევე ფართოდ არიან გავრცელებული კავკასიის ყველა რაიონში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა აზიასა და ევროპაში.
ძაღლის ბირკა დეკორატიული მცენარეა, იყენებენ ბაღებში, პარკებსა და ალპინარიუმებში.
ლიტერატურა
- მუყბანიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 265.