შინაარსზე გადასვლა

ორნამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:07, 18 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (ელენეეეეეე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ორნამენტი შენობაზე

ორნამენტი (ლათ. ornemantum — მორთულობა) — თარგი, რომელიც დამყარებულია მისი შემადგენელი ელემენტების გამეორებასა და მონაცვლეობაზე; განკუთვნილია სხვადასხვა ნივთების (ავეჯი, იარაღი, ქსოვილური ნაკეთობები, წიგნები და ა.შ.), არქიტექტურული ნაგებობების (როგორც გარედან, ასევე ინტერიერში), პლასტიკური ხელოვნების ნიმუშების დეკორირებისთვის. პირველყოფილი ადამიანები ორნამენტებს ადამიანის სხეულის მოსახატადაც იყენებდნენ (შეღებვა, ტატუირება). ორნამენტი, როგორც წესი, ავლენს და აქცენტს უკეთებს არქიტექტონიკას ნივთისა, რომელზეც იგია გამოსახულია.

რესურსები ინტერნეტში