Microsoft Surface
Microsoft Surface | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Surface Pro 3 აქსესუარებით | |
შემქმნელი | Microsoft |
მწარმოებელი | Pegatron[1] |
ტიპი |
ჰიბრიდული ტაბლეტი ინტერაქტიული დაფა |
გამოშვების თარიღი |
|
ოპერაციული სისტემა | Windows_RT (Surface/Surface 2) Windows 8, Windows 8.1; Windows 10 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Microsoft Surface — კომპიუტერული პლანშეტების სერია, რომლის მწარმოებელიცაა Microsoft-ი. ის დაანონსდა 2012 წლის 18 ივნისს კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ბალმერის მიერ.
Surface იწარმოება 2 რედაქციაში — Surface RT და Surface Pro. Surface RT გამოიყენებს ARM არქიტექტურის მქონე პროცესორებს, როდესაც Surface Pro იყენებს Intel-ის პროცესორს[4]. ორივე მოდელს შეუძლია Windows Store-დან გადმოწერილ აპლიკაციებთან მუშაობა, თუმცა მხოლოდ Surface Pro იძლევა ჩვეულებრივი დესკტოპ პროგრმაების დაყენების შესაძლებლობას.[5]
ტექნიკური მახასიათებლები
Microsoft Surface-ს პლანშეტების სერია გამოიყენებს მაგნიუმის კორპუს „VaporMg“-ს[6], PVD- საფარით. ასევე Surface-ის ორივე მოდელში ჩაყენებულია USB-პორტი, მაგნიტური ზოლი Touch Cover-ის და Type Cover აქსესუარების მისაერთებლად, ასევე microSDXC პორტი, რომელიც დამალულია უკანა სამაგრის ქვეშ. ორივე მოდელი აღჭურვილია 720p HD ორი (წინა და უკანა)კამერით და აქვს უკანა დასადგმელი 0.77მმ სისქით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დადგათ პლანშეტი და უყუროთ ფილმს ან იმუშაოთ ისე, რომ ორივე ხელი თავისუფალი გქონდეთ. ეკრანის ქვემოთ ცენტრში განთავსებულია მგრძნობიარე სენსორული Windows ღილაკი
დისპლეი
Surface RT და Surface Pro აღჭურვილნი არიან 10.6 დიაგონალის ეკრანით(27 სმ) და თანაფარდობით 16:9. Surface RT-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1366x768- ზე, როდესაც Surface Pro-ს მაქსიმალური გაფართოებაა 1920x1080-ზეა (1080p HD). ორივე პლანშეტი გამოიყენებს Microsoft ClearType HD ტექნოლოგიას, აქვთ ულტრაფართო ხედვის კუთხე და ეკრანის განათების ავტორეგულირება. ანონსისას მაიკლ ანჯულომ თქვა, რომ როდესაც Surface Pro იქნება 43 სანტიმეტრის სიშორეზე თვალებისგან, ისინი ვერ განასხვავებენ პიქსელებს.
Touch Cover და Type Cover
Microsoft გთავაზობთ 2-ტიპის კლავიატურა-დამცავს Surface- თვის-Touch და Type Cover-ს. მათი მიერთება პლანშეტზე შესაძლებელია მაგნიტური ზოლის დახმარებით. ორივე ტიპის კლავიატურა იცავს ეკრნას დახურულ მდგომარეობაში და გადახსნილ მდგომარეობაში კი, ასრულებს უბრალოდ კლავიატურის როლს. Touch Cover- ის სისქე შეადგენს 3.25 მმ და აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორული კლავიატურით. Type Cover-ი შედარებით სქელია - მისი სისქე შეადგენს 6 მმ და აღჭურვილია ჩვეულებრივი ღილაკებით, Type Cover-გან განსხვავებით.
ასევე არსებობს სპეციალური მაუსი პლანშეტისთვის „Wedge Touch Mouse, Surface Edition“.
გაყიდვები და ლოკალიზაცია
გაყიდვები
ოფიციალური გაყიდვები დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოში ოფიციალურად არ იყიდება.
ლოკალიზაცია
პლანშეტი მუშაობს Windows 8/RT ოპერაციულ სისტემებზე, ორივეში გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ქართული ენა, როგორც ინტერფეისის მუშაობისთვის ისე ტექსტის ასაკრებად.
ისტორია
- 2012 წლის 18 ივნისი- პლანშეტი დაანონსდა
- 2012 წლის ივნისში, Microsoft Surface- ს და Windows RT-ს პრეზენტაციისას, Microsoft- მა გადაარქვა საკუთარ სენსორულ სამუშაო მაგიდას" Surface- დან Microsoft PixelSense-ზე.
- 2012 წლის 26 ოქტომბერს Surface RT პლანშეტები მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა
- 2013 წლის 6 იანვარს ენთუზიასტებმა გამოაქვეყნეს პროგრამული კოდი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას Surface RT- ზე .exe ფაილების გაშვებისა.
- 2013 წლის 9 თებერვალს პლანშეტი Surface Pro გაყიდვაში გამოჩნდა აშშ-სა და კანადაში.
- 2013 წლის 14 თებერვალი-Surface RT პლანშეტის გაყიდვები იწყება ევროპის 13 სახელმწიფოში.
- 2013 წლის 4 აპრილს პლანშეტი Surface RT შევიდა რუსეთში
ქრონოლოგია
<timeline> DateFormat=mm/dd/yyyy Define $now = 02/07/2025 Define $later = 02/07/2026 Period = from:10/26/2012 till:$later Define $skip = at:end # Force a blank line Define $dayunknown = 15 # what day to use if it's actually not known ImageSize= width:750 height:auto barincrement:45 TimeAxis = orientation:horizontal PlotArea = right:1 left:1 bottom:80 top:1
Colors =
id:bg value:white id:lightline value:rgb(0.9,0.9,0.9) # month separators id:lighttext value:rgb(0.6,0.6,0.6) # years separators
id:surface1 value:rgb(0.85,1,0.85) Legend:Surface id:surface2 value:rgb(0.75,0.9,0.75) Legend:Surface_2
id:surface3 value:rgb(0.65,0.8,0.65) Legend:Surface_3
id:pro1 value:rgb(0.80,0.90,1) Legend:Surface_Pro id:pro2 value:rgb(0.75,0.85,0.90) Legend:Surface_Pro_2 id:pro3 value:rgb(0.65,0.75,0.80) Legend:Surface_Pro_3 id:pro4 value:rgb(0.55,0.65,0.70) Legend:Surface_Pro_4
id:book1 value:rgb(0.9,0.7,0.5) Legend:Surface_Book
id:hub1 value:rgb(1,0.85,0.85) Legend:Surface_Hub
id:studio1 value:rgb(0.9,0.9,0.2) Legend:Surface_Studio
id:current value:rgb(0.9,0.9,0.9) Legend:კვლავ_იწარმოება
BackgroundColors = canvas:bg ScaleMajor = gridcolor:lighttext unit:year increment:1 start:01/01/2013 ScaleMinor = gridcolor:lightline unit:month increment:1 start:10/26/2012 Legend = orientation:vertical position:bottom columns:1
BarData =
barset:s123 barset:p123 barset:p4 barset:b1 barset:h1 barset:ss1
PlotData =
width:17 textcolor:black shift:(5,-5) anchor:from fontsize:s
barset:s123 color:surface1 from:10/26/2012 till:07/18/2013 text:"Surface" barset:break color:surface2 from:10/22/2013 till:01/27/2015 text:"Surface 2" barset:break color:surface3 from:05/05/2015 till:12/31/2016 text:"Surface 3" barset:break color:current from:$now till:12/31/2016
barset:p123 color:pro1 from:02/09/2013 till:10/18/2013 text:"Surface Pro" barset:break color:pro2 from:10/22/2013 till:06/16/2014 text:"Surface Pro 2" barset:break color:pro3 from:06/20/2014 till:$now text:"Surface Pro 3" barset:break color:current from:$now till:end
barset:p4 color:pro4 from:10/26/2015 till:$now text:"Surface Pro 4" barset:break color:current from:$now till:end
barset:b1 color:book1 from:10/26/2015 till:$now text:"Surface Book" barset:break color:current from:$now till:end
barset:h1 color:hub1 from:07/01/2015 till:$now text:"Surface Hub" barset:break color:current from:$now till:end
barset:ss1 color:studio1 from:12/15/2016 till:end text:"Surface Studio" barset:break color:current from:12/15/2016 till:end</timeline>
Source: Microsoft Devices Blog
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური ბლოგი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Thomson, Iain. Pegatron named as Microsoft Surface fondleslab foundry (June 20, 2012).
- ↑ Microsoft's new iPad rival Surface for Windows RT release date. Eurogamer (July 30, 2012). ციტირების თარიღი: July 30, 2012.
- ↑ Surface Pro Release Date. Neowin. ციტირების თარიღი: June 28, 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2013-06-19.
- ↑ http://www.makeuseof.com/tag/difference-windows-8-windows-rt/
- ↑ http://live.theverge.com/microsoft-live-blog-tablet-announcement/
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted