შინაარსზე გადასვლა

ბეშქენიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:40, 30 აგვისტო 2013-ის ვერსია, imported>Jaba1977 (added Category:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბეშქენიანები — ქართული წარმოშობის საგვარეულო, ფლობდნენ საკუთარ საამიროს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი ფუძემდებელი, რომელსაც, უნდა ვივარაუდოთ, ბეშქენი ერქვა, ალფ-არსლანმა დაატყვევა საქართველოში ლაშქრობის დროს. შემდეგ მას თავისუფლება და ქ. ვარავის (ბიშქინი (მიშქინი)) ვილაიეთი უბოძა. ტერიტორიულად გაფართოებული და პოლიტიკურად მომძლავრებული ბეშქენიანთა ფეოდალური საამიროს მფლობელები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეების ირანისა და აზერბაიჯანის ისტორიაში. ჭრიდნენ საკუთარ მონეტას. საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელი იყო მალიქ ალ-უმარა ნუსრათ ალ-დინ მაჰმუდ ბენ ბიშქენ ბენ მუჰამედ ბენ ბიშქენი. მასზე წყდება საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ცნობები. შესაძლებელია ბეშქენიანებიც მონღოლთა შემოსევებმა იმსხვერპლეს.

ლიტერატურა