შინაარსზე გადასვლა

ირაკლი მოდებაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:18, 23 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფაილი:ირაკლი მოდებაძე დინამო.jpg
თბილისის „დინამოში“

ირაკლი მოდებაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

კარიერა

საკლუბო

მისი პირველი მწვრთნელი იყო საშა ვაშაკიძე. თამაშობდა თბილისის „მერანი-91“-სა და მოსკოვის „გოლეადორში“.

2002 წლის ზამთარში ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 16 მარტს, კიევის „არსენალის“ წინააღმდეგ (2–0).[1] მოდებაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე ოლეგ რატიამ შეცვალა.

2009 წლის 13 მარტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ოდესის „ჩერნომორეცში“,[2] სადაც ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა პერმიერ ლიგაში.

2009 წლის ზაფხულში იმყოფებოდა სინჯებზე ლუგანსკის „ზარიაში“,[3] მაგრამ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა.

2010 წლის 4 ივნისს კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლიმ უკრაინული კლუბი დატოვა.

2011–2012 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „ოლიმპში“,[4] რომელსაც 2011 წლიდან „მეტალურგი“ დაერქვა.

2012 წლის ივნისში გადავიდა გორის „დილაში“. იყო „დილას“ იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი, რომელმაც შეძლო უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლა.

2014 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“.[5] „დინამოს“ მაისურით უმაღლეს ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე მხოლოდ ორი შეხვედრა.

2013–2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოდებაძემ „დინამო“ დატოვა[6][7] და მის ყოფილ კლუბს, „დილას“ შეუერთდა.[8]

მისი უფროსი ძმა, გიორგი მოდებაძე ასევე ფეხბურთელი იყო.

სანაკრებო

გამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2006 წლის 7 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ (2–0), ირაკლიმ 83-ე წუთზე გიორგი დემეტრაძე შეცვალა.[9]

სამწვრთნელო

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.[10]

მიღწევები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted