შინაარსზე გადასვლა

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:40, 5 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>CommonsDelinker ((ბოტი: President_Reagan_presents_Mother_Teresa_with_the_Medal_of_Freedom_1985.jpg შეიცვალა President_Ronald_Reagan_presents_Mother_Teresa_with_the_Medal_of_Freedom_at_a_White_House_Ceremony_in_the_Rose_Garden.jpg-ით))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ესკიზის შექმნის შეცდომა:
Presidential-medal-of-freedom

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (ინგლ. Presidential Medal of Freedom) — ამერიკის ორიდან ერთ–ერთი უმაღლესი ჯილდო სამოქალაქო პირებისათვის. ჯილდო ენიჭება პირს აშშ–ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. თავისუფლების მედლით ჯილდოვდება პიროვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ–ს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში, აგრეთვე, მსოფლიოსა და აშშ–ში საზოდაგოებრივ–კულტურული ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის.


ისტორია

მედალი შეიქმნა ჰარი ტრუმენის მიერ 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს დამსახურებულთა დასაჯილდოებლად. 1963 წელს პრეზიდენტმა კენედმა გააფართოვა დასაჯილდოებელთა სფერო. ჩვეულებრივ დაჯილდოება ხდება 4 ივლისს, აშშ–ს დამოუკიდებლობის დღეს. მედალი შეიძლება მიენიჭოს ერთ ადამიანს ერთზე მეტად, აგრეთვე, სიკვდილის შემდგომ.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში