ხრაშუნა სოკოები
იერსახე
ხრაშუნა სოკოები (ლათ. Russula) — ქუდიანი სოკოების გვარი. საქართველოში ცნობილია 40-ზე მეტი სახეობა. მათგან თითქმის ყველა იჭმება. უმრავლესობას კაშკაშა ფერი აქვს. იზრდებიან როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ტყეში და ქუდიან სოკოთა შორის ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. ხრაშუნა სოკოებს განეკუთვნება მტრედიო, ხახვილო, ღვინიო, წითლიო და სხვა.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 507.