ვლადიმერ ბარქაია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია (დ. 24 დეკემბერი, 1937, გაგრა — გ. 30 დეკემბერი, 2022, თბილისი, საქართველო)[1] — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).[2][3][4]
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[5][6][7][8] იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[9][10]
2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
საკლუბო კარიერა
ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, მწვრთნელ რევაზ შარტავას ხელმძღვანელობით. შემდეგ სპორტსკოლაში ალიოშა ბობოხიძის ხელმძღვანელობით განაგრძო ვარჯიში. ამ პერიოდში გაიცნო გიორგი სიჭინავა, რომელთან ერთად განვლო მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა.
თბილისის „დინამომდე“ იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკის“ ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა, სადაც გაგრელებმა წარმატებით იასპარეზეს, თუმცა მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადასასვლელად გაგრელებს ლანჩხუთის „გურიასთან“ უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. გადამწყვეტი შეხვედრა ლანჩხუთელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა.
სანაკრებო კარიერა
მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1965 წლის 27 ივნისს, 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ და შეძლო 2 გოლის გატანა.[11][12] მან ასევე ითამაშა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში გამოდიოდა პელე.
სანაკრებო მატჩები
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 27.06.1965 | სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა | 6–0 | დანია | [13] | ||
2 | 04.07.1965 | სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა | 0–3 | ბრაზილიის დროშა ბრაზილია | [14] |
მიღწევები
საკლუბო
- ფინალისტი: 1960[15]
ინდივიდუალური
- აფხაზეთის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის პრიზი: 1956 [16]
- 33 საუკეთესო
- №2: 1964
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- აკოფოვი, გარუნ, ფეხბურთი—67 : ცნობარი-კალენდარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. ჟურნალისტთა კავშირი, 1967.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 108. 158 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: პალიტრა L, 2013. — გვ. 189. 371 გვ.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2001.
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Терра-спорт, 2001. — გვ. 51. 367 გვ.
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- დავითაშვილი, ც., გამოვლინდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები // „ლელო“, 7 ნოემბერი, 1956, № 91 (1001), გვ. 4.
- გოგელია, არჩილ, ვლადიმერ ბარქაია: „ფეხბურთი მშვენიერი თამაშია“ // „ლელო“, 16 იანვარი, 1974, № 11 (5041), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ვლადიმერ ბარქაია — 82 — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
ქართული სპორტი · საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი · dinamo-tbilisi.ru · EU-Football.info · National Football Teams.com · FootballFacts.ru · rusteam.permian.ru · WorldFootball.net |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო
- ↑ ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა // 1tv.ge
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
- ↑ ალექსანდრე ელერდაშვილი (2006). ბარქაია ვლადიმერ — თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი (თავდამსხმელი) XX საუკუნის 60-იან წლებში, სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი და გაიტანა 67 გოლი, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს).
- ↑ [https://footballfacts.ru/issue/315-vseofutbole Всё о футболе. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 279.
- ↑ Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
- ↑ გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია
- ↑ ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან.
- ↑ "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ სსრ კავშირი — დანია 6 : 0 // „ლელო“, 29 ივნისი, 1965, № 126 (2846), გვ. 1.
- ↑ პავლოვი, ვ., „დანიის ოპერაცია“ წარმატებით განხორციელდა // „ლელო“, 29 ივნისი, 1965, № 126 (2846), გვ. 3.
- ↑ СССР - ДАНИЯ - 6:0. rusteam.permian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-29. ციტირების თარიღი: 2023-09-24.
- ↑ СССР - БРАЗИЛИЯ - 0:3. rusteam.permian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-29. ციტირების თარიღი: 2023-09-24.
- ↑ Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1959/60
- ↑ დავითაშვილი, ც. გამოვლინდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები // „ლელო“. — 7 ნოემბერი, 1956. — „ლელო“. — № 91 (1001). — გვ. 4.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- თარგი წიგნი/გვერდნი
- თარგი წიგნი/გვერდები
- დაბადებული 1937
- დაბადებული 24 დეკემბერი
- გაგრის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- გარდაცვლილი 2022
- გარდაცვლილი 30 დეკემბერი