ფლანდრია (ისტორიული ოლქი)

01:10, 18 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ფლანდრია (ნიდერლ. Vlaanderen — დაბლობი ჭაობი, დას. ფლამ. Vloandern, ფრანგ. Flandre) — ისტორიული ოლქი თანამედროვე საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე. ფლანდრიის მოსახლეობას ძირითადად ფლამანდიელები შეადგენენ.

ფაილი:Quad Flandria.jpg
1609 წლის ფლანდრიის რუკა

IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფლანდრია საფრანგეთზე იყო დამოკიდებული. XII-XV საუკუნეებში შედიოდა ევროპის იმ რეგიონთა რიცხვში, რომლებსაც უფრო მეტად განვითარებული ეკონომიკა ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც იქ ადრევე წარმოიქმნა და განვითარდა შუა საუკუნეების ქალაქები, რომლებშიც დიდ გავლენას ფლობდნენ ქალაქის მოხელეთა საამქრო გაერთიანებები. ფლანდრიის ქალაქებს შორის აღსანიშნავია გენტი, იპრი და ბრიუგე, რომლებშიც ვითარდებოდა მაუდის წარმოება.

რესურსები ინტერნეტში