შინაარსზე გადასვლა

ერცკანცლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:11, 6 ივლისი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ერცკანცლერი (გერმ. Erzkanzler) — ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა საღვთო რომის იმპერიაში, იმპერიის კანცელარიის ხელმძღვანელი და იმპერატორის შემდეგ მეორე პირი სახელმწიფოში. თავსართი „ერც-“ („არქი-“, უმაღლესი) აღნიშნავდა თანამდებობის უფრო მაღალ სტატუსს, ვიდრე სხვა სახელმწიფოებისა და მმართველების კანცლერები. იმპერიის ერცკანცლერის პოსტი გვიანი შუა საუკუნეებიდან 1806 წლამდე ეკუთვნოდა მაინცის კურფიურსტ-არქეიპისკოპოსს.

ლიტერატურა

  • Peter Claus Hartmann: Das Heilige Römische Reich deutscher Nation in der Neuzeit. 1486–1806. Reclam, Stuttgart 2005, ISBN 3-15-017045-1, (Universal-Bibliothek 17045), S. 69–71.

რესურსები ინტერნეტში