უკადრისასებრნი
იერსახე
უკადრისასებრნი (ლათ. Balsaminaceae) — ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ ბალახოვან მცენარეთა ოჯახი.
მარტივფოთლებიანი მცენარეებია. აქვთ წვნიანი და მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე ღერო, ზიგომორფული ყვავილი, 5-ნაკვთიანი ჯამი, მათგან ქვედა წარზიდულია დეზად. ნაყოფი წვნიანი კოლოფია.
აერთიანებს 4 გვარის 450-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ძირითადად ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში. ძირითადი გვარია უკადრისა. უკადრისასებრთა ბევრ სახეობას აშენებენ კულტურაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 119.