შინაარსზე გადასვლა

იეზდიგერდ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:35, 30 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (213.200.31.88-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
იეზდიგერდ III

მონეტა იეზდიგერდ III-ის გამოსახულებით
სასანიდური ირანის ბოლო შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 16 ივნისი, 632
მმართ. დასასრული: 651
წინამორბედი: ხოსრო IV
მემკვიდრე: დაიპყრეს არაბებმა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 624
გარდ. თარიღი: 652
გარდ. ადგილი: მერვი
შვილები: 6
დინასტია: სასანიანები
მამა: შაჰრიარი
(ხოსრო II-ის ვაჟი)
დედა: მირიამი
რელიგია: ზოროასტრიზმი
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

იეზდიგერდ III (დ. 624 — გ. 652 )— სასანიანების დინასტიის უკანასკნელი შაჰინშაჰი, ხოსრო II ფარვიზის შვილიშვილი, შაჰრიარის ძე. 632 წელს მხედართმთავარმა რუსტემმა იგი სასანიანების შაჰად გამოაცხადა. არეულობისაგან დასუსტებული სპარსეთი გაერთიანდა. თუმცა ახალი შაჰი მცირე ხანს ცხოვრობდა მშვიდობიან პერიოდში. მმართველობის დასაწყისში არაბებმა სამხრეთში ერაყზე თავდასხმა დაიწყეს. იბნ ჰარისი უდაბნოდან თავს ესხმოდა სპარსეთის ქალაქებს და კვლავ უდაბნოში უჩინარდებოდა. 633 წელს ერაყზე თავდასხმით არაბებმა სასანიანებთან ბრძოლა დაიწყეს. 636 წელს კადისის ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ არაბებთან. 651 წელს იეზდიგერდი მერვში გაიქცა, სადაც მოკლეს.

ლიტერატურა