ვარსკვლავი კეცი
„ვარსკვლავი კეცი“ | |
---|---|
Звезда КЭЦ | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წიგნის გარეკანი | |
ავტორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა |
გამომცემელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გამოცემის თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქართულად გამოიცა | 1970 წ. |
გვერდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წინამორბედი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მომდევნო | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ISBN | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
„ვარსკვლავი კეცი“ (რუს. Звезда КЭЦ) — საბჭოთა მწერალ ალექსანდრე ბელიაევის ფანტასტიკური რომანი, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1936 წელს. პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „ვოკრუგ სვეტა“. იგი საბჭოთა ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია, რომელიც ეძღვნება კოსმოსის ათვისების საკითხს. მოთხრობა მიეძღვნა კონსტანტინე ციოლკოვსკის, რომლის გვარ-სახელის ინიციალები გახდა რომანში ორბიტალური კოსმოსური სადგურის სახელწოდება. კეც-ი (რუს. КЭЦ) იშიფრება როგორც კონსტანტინე ედუარდის ძე ციოლკოვსკი, მწერალმა თავისი წიგნი მეცნიერს მიუძღვნა. რომანში აღწერილია კოსმოსში მოგზაურობა. საზოგადოება, რომელმაც შექმნა ვარსკვლავი კეც-ი და რაკეტები, ხელმძღვანელობდა ციოლკოვსკის გამოკვლევებით. რომანში არის აგრეთვე მოგზაურობა მთვარეზე, რომლის უკანა მხარე ინგრევა და ორთქლდება და როგორც აღმოჩნდება, მთვარეზე არის სიცოცხლე მწვანე მცენარეული ფორმების სახით.
1935-1938 წლებში ბელიაევი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ლენინგრადში, მისი ავადმყოფობა პროგრესირებდა, დიდი ხნის განმავლობაში თაბაშირში იმყოფებოდა და პრაქტიკულად საწოლიდან არ დგებოდა. 1936 წელს სამკურნალოდ ევპატორიაში გაემგზავრა. ამასთან ერთად იგი აგრძელებდა კოსმოსის შესახებ წერას. მოთხრობა „ნახტომი არსად“ და „ვარსკვლავი კეცი“ გახდა საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებები კოსმოსის ათვისების შესახებ, რომლებიც ციოლკოვსკის მიეძღვნა. მოთხრობა „ვარსკვლავი კეცი“ ციოლკოვსკის იდეების პოპულარიზაციას ახდენს, რომლის თაყვანისმცემელი ბელიაევი იყო. რომანი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „ვოკრუგ სვეტა“ (1936, № 2-11). მთავარი გმირია ლეონიდ არტემიევი. არსებობს რომანის ქართული თარგმანი გამოცემული 1970 წელს.