პალასი
პალასი ესკიზის შექმნის შეცდომა: | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:Potw1749a Pallas crop.png | ||||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსი | |||
აღმოჩენის თარიღი | 1802 წლის 28 მარტი | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: J2000.0 | ||||
აფელიუმი | 3,412 ა.ე. | |||
პერიჰელიუმი | 2,132 ა.ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) | 2,772 ა.ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,231 | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 17,65 კმ/წმ | |||
საშუალო ანომალია () | 96.15° | |||
დახრილობა (i) |
34.841° ეკლიპტიკის მიმართ 34.21° მზის ეკვატორის მიმართ[1] | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
173.12° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 310.15° | |||
თანამგზავრები | არ ჰყავს | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 582 × 556 × 500 ± 18 კმ. | |||
ეკვატორული რადიუსი | 2439,7 კმ | |||
მასა (m) | (2.11±0.26)×1020 კგ. | |||
საშუალო სიმკვრივე () | ≈ 2.8 გ/სმ3 | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | ≈ 0.18 მ/წმ² / .018g | |||
პირველი კოსმოსური სიჩქარე () |
0.32 კმ/წმ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) |
0.32555 დღე (7.8132 საათი) | |||
ღერძის დახრილობა | 78°±13° | |||
ალბედო | 0.159 (გეომეტრიული) | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 164 K (მაქს. ≈ 265K (−8 °C) | |||
| ||||
|
2 პალასი (უმცროსი პლანეტების განსაზღვრით 2 Pallas) — მეორე აღმოჩენილი ასტეროიდი (ცერერას შემდეგ). ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტეროიდია მზის სისტემაში. მეცნიერთა შეფასებით, მისი მასა ასტეროიდთა სარტყლის მასის 7 %-ს შეადგენს[2] და მისი დიამეტრი 544 კილომეტრს უტოლდება, რომელიც ოდნავ დიდია, ვიდრე 4 ვესტასი. ის ვესტაზე 10-30%-ით ნაკლებია მასით,[3] ანუ სიდიდით მესამე ასტეროიდია. ის ყველაზე დიდი არაწესიერი ფორმის სხეულია მზის სისტემაში (ეს არის უდიდესი სხეული, რომელმაც თავისი გრავიტაციით მრგვალი ფორმა ვერ მიიღო) და ნარჩენი პროტოპლანეტა.
როდესაც პალასი ასტრონომმა ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსმა აღმოაჩინა 1802 წლის 28 მარტს, ის პლანეტად ჩათვალეს. უფრო მეტი ასტეროიდის აღმოჩენამ 1845 წლის შემდეგ განაპირობა მათი ხელახალი კლასიფიკაცია.
პალასის ზედაპირი, როგორც ჩანს, სილიკატური მატერიითაა დაფარული. მისი ორბიტა კი, 34.8°-ით, უჩვეულოდაა დახრილი ასტეროიდთა სარტყლის სიბრტყის მიმართ და ორბიტალური ექსცენტრისიტეტი თითქმის პლუტონის ზომისა აქვს, ეს კი პალასს თითქმის მიუღწეველს ხდის კოსმოსური ზონდებისთვის.[4][5]
სახელწოდება
2 პალასს პალას ათენას სახელი ჰქვია, ქალღმერთ ათენას ალტერნატიული სახელი.[6][7] ზოგ მითოლოგიაში ათენამ პალასი მოკლა, შემდეგ აიღო თავისი მეგობრის სახელი გლოვიდან[8] (არსებობს ამავე სახელწოდების რამდენიმე მამრი გმირი ბერძნულ მითოლოგიაში, მაგრამ პირველ ასტეროიდებს მდედრების სახელები უცვლელად დაერქვა).
ქვა-რკინის პალაზიტური მეტეორიტები პალასის ასტეროიდთან არაა დაკავშირებული, არამედ გერმანელი ნატურალისტის პეტრე სიმონ პალასის სახელი ჰქვია. ქიმიურ ელემენტ პალადიუმს, მეორე მხრივ, ამ ასტეროიდის პატივსაცემად დაერქვა სახელი, რომელიც ელემენტის აღმოჩენამდე სულ მცირე ხნით ადრე აღმოაჩინეს.[9]
როგორც სხვა ასტეროიდებთან ერთად, პალასის ასტრონომიული სიმბოლო არის დისკო თავისი აღმოჩენის ციფრით, ②. მას ასევე აქვს ხნიერი, უფრო ცნობილი სიმბოლო — ⚴ (ესკიზის შექმნის შეცდომა: ).[10]
აღმოჩენის ისტორია
პალადა (პალასი) აღმოჩენილ იქნა 1802 წლის 28 მარტს, გერმანელი ასტრონომის ჰაინრიხ ვილჰელმ ოლბერსის მიერ და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტად. ჰენრიხ უილიამ ოლბერსმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა, რომ მზის სისტემაში უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც უწოდა ფაეტონი. საერთოდაც, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის უნდა არსებულიყო კიდევ 1 მასიური სხეული, პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა აღმომჩენს. პირველად ეს მოსაზრება 1772 წელს გამოთქვა იოჰან ელერტ ბოდემ. ბოდე ეყრდნობოდა თეორიას — ტაციუსისა და ბოდეს წესი, რომლის მიხედვითაც მზისგან პლანეტების დაშორება ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. ამ კანონის თანახმად მზიდან 2,8 — 3 ასტრონომიული ერთეულის დაშორებაზე უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა. 1800 წელს შეიქმნა ასტრონომთა სპეციალური 24 წევრიანი ჯგუფი, რომელიც ასტრონომიის ისტორიაში „ზეციური დარაჯების“ სახელითაა ცნობილი. ჯგუფის 24 წევრი სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდა ზეცის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული პლანეტა. ასტეროიდთა სარტყლის პირველი (ზომითაც და აღმოჩენის რიგის მიხედვით) სხეული - 1 ცერერა (ცერესი) 1801 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ, რომელიც აღმოჩენის დროისთვის არ ყოფილა "ზეციური დარაჯების" ჯგუფის წევრი. რიგით მეორე პლანეტა, პალასი 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მალევე, იგივე ოლბერსმა აღმოაჩინა სიდიდით მესამე ასტეროიდი 4 ვესტა. ზეციური დარაჯების ჯგუფის აღმოჩენებმა მალევე ცხადყო, რომ მზის სისტემის იმ ნაწილში, სადაც ბოდე პლანეტის არსებობას ვარაუდობდა გაბნეული იყო ერთის ნაცვლად რამდენიმე მცირე ზომის სხეული. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს სხეულები ადრე ერთი დიდი პლანეტის ნაწილები იყო, რომელიც რაღაც გლობალური მასშტაბის კატასტროფის შედეგად დაიშალა, თუმცა სადღეისოდ ცნობილია, რომ ასტეროიდების სარტყელში მოთავსებული სხეულების მთლიანი მასა მთვარის მასის 5 %-საც კი არ შეადგენს. შესაბამისად ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასტეროიდები ერთი პლანეტის ნამსხვრევებს წარმოადგენდნენ. ამის საპირისპიროდ სადღეისოდ ასტრონომიაში დომინირებს მოსაზრება, რომ მზის სისტემის ფორმირებს საწყის ეტაპზევე ასტეროიდთა სარტყელში არ აღმოჩნდა ნივთიერების საკმარისი რაოდენობა სრულფასოვანი პლანეტის წარმოსაქმნელად.
რესურსები ინტერნეტში
- Computer-generated shape Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted of Pallas (Gable, 2009)
- Mona Gable. Study of first high-resolution images of Pallas confirms asteroid is actually a protoplanet. University of California, Los Angeles (UCLA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: October 20, 2009.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- 2 Pallas. JPL Small-Body Database Browser. ციტირების თარიღი: 2007-03-29.
- Dunn, Tony. (2006)Ceres, Pallas Vesta and Hygeia. GravitySimulator.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-13. ციტირების თარიღი: 2007-03-15.
- Hilton, James L.. (April 1, 1999) U.S. Naval Observatory Ephemerides of the Largest Asteroids. U.S. Naval Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2007-03-14.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Yeomans, Donald K.. Horizons system. NASA JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-28. ციტირების თარიღი: 2007-03-20.—Horizons can be used to obtain a current ephemeris.
სქოლიო
- ↑ The MeanPlane (Invariable plane) of the Solar System passing through the barycenter (2009-04-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-14. ციტირების თარიღი: 2009-04-10. (produced with Solex 10 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted written by Aldo Vitagliano; see also Invariable plane). Retrieved 2009-04-25.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Anonymous. (2007-11-05) Pre-Dawn: The French-Soviet VESTA mission. Space Files. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-05. ციტირების თარიღი: 2008-06-28.
- ↑ Anonymous. Space Topics: Asteroids and Comets, Notable Comets. The Planetary Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2008. ციტირების თარიღი: 2008-06-28.
- ↑ James, Andrew. (September 1, 2006) Pallas. Southern Astronomical Delights. ციტირების თარიღი: 2007-03-29.
- ↑ Athena. 1911 Edition of the Encyclopaedia Britannica. Encyclopaedia Britannica (Tim Starling). ციტირების თარიღი: 2008-08-16.
- ↑ Dietrich, Thomas (2005). The Origin of Culture and Civilization: The Cosmological Philosophy of the Ancient Worldview Regarding Myth, Astrology, Science, and Religion. Turnkey Press, გვ. 178. ISBN 0-9764981-6-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Palladium. Los Alamos National Laboratory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2007. ციტირების თარიღი: 2007-03-28.
- ↑ უნიკოდი U+26B4
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted