შინაარსზე გადასვლა

კანადის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:10, 6 იანვარი 2024-ის ვერსია, imported>CommonsDelinker ((ბოტი: Royal_Coat_of_Arms_of_Canada.svg შეიცვალა Royal_Coat_of_arms_of_Canada.svg-ით))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დეტალები
მატარებელი დედოფალი ელისაბედ II
დამტკიცდა 1921 წლის 21 ნოემბერს.
გვირგვინი ბრიტანული, წმინდა ედუარდის გვირგვინი.
ჩაფხუტი ოქროსფერი. გამოსახულია გერბის მაღლა. ნაწილობრივ ფარავს გერბსშემოვლებულ ზოლს.
ფარი გაყოფილია ხუთ ნაწილად. ზედა მარჯვენა ნაწილში გამოსახულია მეწამული, ატოტებული ლომი ოქროსფერ ფონზე ოქროსფერ ჩარჩოში. ზედა მარცხენა ნაწილში მეწამულ ფონზე გამოსახულია სამი ოქროსფერი ლომი ერთმანეთის თავზე (ტიუდორთა გერბის მსგავსად). შუა მარჯვენა ნაწილში გამოსახულია სამი ოქროს შროშანი ლაჟვარდ ფონზე (ტიუდორთა გერბის მსგავსად). შუა მარცხენა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი არფა ლაჟვარდ ფონზე. ქვედა ნაწილში კი გამოსახულია რტო ნეკერჩხლის სამი ფოთლით. ფარს გარშემოვლებული აქვს ოქროსფერკიდეებიანი მეწამული წრე-ზოლი, რომელშიც ოქროსფერი ასოებით შესრულებულია წარწერა „DESIDERANTES MELIOREM PATRIAM”.
ფარმჭერები ატოტებული ოქროსფერი ლომი (მარცხნივ) და თეთრი-ოქროსფერი მარტორქა (მარჯვნივ). ლომს უკავია გაერთიანებული სამეფოს დროშა, ხოლო მარტორქას ლურჯი დროშა სამი ოქროს შროშნით.
დაფუძნება სტილიზებული ყვავილწნული. სამი განსხვავებული ყვავილით ორივე მხარეს.
დევიზი „ზღვიდან ზღვამდე”(„A MARI USQUE AD MARE” ლათინური დამწერლობით)
სხვა ელემენტები

ჩაფხუტზე სამ თათზე დგას ოქროსფერი ლომი თავზე წმინდა ედუარდის გვირგვინით, რომელსაც წინა მარჯვენა თათით უჭირავს ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი.

ჩაფხუტის ორივე მხარეს ნეკერჩხლის სამ-სამი წითელი და თითო-თითო თეთრი ფოთოლია გამოსახული.

კანადის გერბი (აგრეთვე ცნობილი როგორც „კანადის სამეფო გერბი”) — კანადის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. კანადის გერბი დამტკიცდა 1921 წელს, თუმცა მას შემდეგ მცირე შესწორებები განიცადა და თანამედროვე სახე 1994 წელს მიიღო (ცვლილებები ძირითადად გერბის მხატვრულ სახეს ეხებოდა და ამიტომ მას არსებითი ცვლილებები არ განუცდია).

რესურსები ინტერნეტში