კერი-ბლუ ტერიერი
ფაილი:Kerry Blue Terrier.jpg | |||||||||||||
წარმოშობის ქვეყანა | ირლანდია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
კერი-ბლუ ტერიერი (ინგლ. Kerry Blue Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში XVIII საუკუნეში.
კერი-ბლუ ტერიერი წარმოშობით კერის საგრაფოდანაა და სპეციალური სახელმწიფო მითითებით ირლანდიის ნაციონალურ ძაღლადაა აღიარებული. 1922 წელს, როდესაც ბრიტანელი ჰიუიტის მეცადინეობით დამტკიცდა ამ ჯიშის სტანდარტები, ქერი-ბლუმ მიიღო ოფიციალური საერთაშორისო აღიარება. კერი-ბლუ ტერიერის ლეკვები შავი ბალნიშ იბადებიან, ხოლო სიცოცხლის მე-9-24 თვეზე უცისფერდებათ. როგორც წესი, რაც უფრო ადრე იწყებს ბალნის ფერის შეცვლას, მით უფრო ღია იქნება მისი საბოლოო შეფერილობა.
კერი-ბლუს ბალანი არასოდეს სცვივა, ამიტომ შესანიშნავი ოთახის ძაღლია. ეს ჯიში ნამდვილი ტერიერ-„უნივერსალია“, რომელსაც შეუძლია გახდეს მოდარაჯე, ვირთხების დამჭერი, ან მონადირე, რომელსაც წყლიდან მოკლული ნანადირევი ამოაქვს. მას წარმატებით იყენებენ, როგორც მწყემს ძაღლსაც. ირლანდიაში დღესაც დაჰყავთ მუშა კერი-ბლუ ტერიერები ვირთხების გასანადგურებლად და კურდღლებზე სანადიროდ. კერი-ბლუ ტერიერი კარგად უძლებს სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. აქვს რბილი, აბრეშუმისებრი, ხშირი ბალანი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ს სჭირდება. ბალანი ფარავს დიდ თათებსაც. აქვს გრძელი თავი ძლიერი ყბებით და ძლიერი კისერი. ბალნის სისქეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ბანჯგვლიანი წვერი.