ნიკოპოლის ბრძოლა
იერსახე
თარგი:Stack ნიკოპოლის ბრძოლა — უდიდესი ბრძოლა ერთი მხრივ, უნგრეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის, საფრანგეთის, ჰოსპიტალიერებისა და ვენეციის რესპუბლიკის გაერთიანებულ ჯარსა და მეორე მხრივ, ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ს შორის. გაიმართა 1396 წლის 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ბულგარეთში, ნიკოპოლთან ახლოს.
ბრძოლა დასრულდა ოსმალეთის არმიის გამარჯვებით. ოსმალებმა გააძლიერეს გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რითაც უფრო მეტი საფრთხე შეუქმნეს ცენტრალურ ევროპას. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი გახდა ოსმალეთის იმპერიის პროვინცია და მის საზღვრებში რჩებოდა 1878 წლამდე.