შინაარსზე გადასვლა

კადისიის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:54, 7 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:Stack კადისიის ბრძოლა — ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა არაბ-მუსულმანებსა და სასანიანების იმპერიას შორის. მიმდინარეობდა 636 წლის 16 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, არაბების მიერ ირანის დაპყრობის პერიოდში.

სასანიანების ჯარში შეფასებების მიხედვით იყო 40 ათასამდე მეომარი და 30 ან 33 საბრძოლო სპილო. ჯარს ხელმძღვანელობდა ხორასანის მმართველი რუსტამი. არაბებმა მათ წინააღმდეგ გამოიყვანეს დაახლოებით 25-30 ათასი ჯარისკაცი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საად იბნ აბუ ვაკასი.

ომი საკმაოდ მწვავე გამოდგა და ოთხი დღე გაგრძელდა. მძიმე დანაკარგის მიუხედავად არაბებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის შედეგად სასანიანების არმია ფაქტობრივად განადგურდა, რამაც დააჩქარა სასანიანების იმპერიის დაცემა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted