შინაარსზე გადასვლა

ფელიპე ლიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:08, 22 ივნისი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფელიპე ლიმა ლოპესი, ან მოკლედ ფელიპე ლიმა (დ. 2 თებერვალი, 1989, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი. 2014-2015 წლებში იცავდა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ღირსებას.

კარიერა

კარიერის ადრეული წლები გაატარა „ცენტრო დე ფუტბოლ ზიკო სოსიედად ესპორტივაში“, რომელიც დააარსა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ. 2010-2013 წლებში ირიცხებოდა „ბოტაფოგოში“, რომლის რიგებშიც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ბრაზილიის სერია A-ში შედგა 2010 წლის 6 ივნისს, „კორინთიანსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ფელიპე თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. იმ შეხვედრაში, მოწინააღმდეგეთა რიგებში ითამაშა რობერტო კარლოსმა.[1] „ბოტაფოგოში“ თამაშისას მის გუნდს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი, ჟოელ სანტანა წვრთნიდა. „ბოტაფოგოდან“ იჯარით იმყოფებოდა სამ ბრაზილიურ კლუბში, „დუკი-დი-კაშიასიში“, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკასა“ და „ბანგუში“. 2013-14 წლების სეზონი გაატარა საფეხბურთო კლუბ „ტუპიში“, 2014 წლის სექტემბრიდან ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელია,[2] იგი გუნდს გიორგი ფოფხაძესთან ერთად შეუერთდა.[3] 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში „სიონის“ მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბოტაფოგო 2:2 კორინთიანსი
  2. „სიონმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, „სიონის“ ოფიციალური საიტი, 23 სექტემბერი, 2014.
  3. “სიონი” ფოფხაძით და “ბოტაფოგოს” ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 24 სექტემბერი, 2014.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted