ჰისარის ქედი
ჰისარის ქედი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ანზობის უღელტეხილი ჰისარის ქედზე | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი ესკიზის შექმნის შეცდომა: უზბეკეთი |
სიმაღლე | 4643 მ |
სიგრძე | 200 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჰისარის ქედი — ქედი შუა აზიაში, პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ ნაწილში. განფენილია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მდინარეების ზარაფშანისა და ამუდარიის აუზების წყალგამყოფი. სამხრეთ-დასავლეთ განშტოებების გარეშე ქედის სიგრძე დაახლოებით 200 კმ აღწევს. სიმაღლე 4643 მ-მდე. ჭარბობს მაღალმთის რელიეფი, სამხრეთ-დასავლეთ განშტოებებსა და ჩრდილოეთ მთისწინეთში განვითარებულია კარსტი. არის მყინვარები.[1]
უმეტესწილად აგებულია კრისტალური ქანებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით, გაკვეთილი გრანიტული ინტრუზივებით. ქედის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 2195 მ სიმაღლეზე მდებარეობს თვალწარმტაცი მთის ტბა ისქანდერქოლი. ფერდობების ქვედა ნაწილი შემოსილია მაღალბალახოვანი სტეპით, ზემოთ — კორდიან-მარცვლოვანი მცენარეულობა და ბუჩქნარია, უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოები. არის ნაკრძალები.[2]
სქოლიო
- ↑ ჰისარის ქედი — დიდი რუსული ენციკლოპედია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)
- ↑ ჰისარის ქედი — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted