შინაარსზე გადასვლა

როტა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:29, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
როტა
მშობ. სახელი: ინგლ. Rota
ფაილი:Northern Mariana Islands-CIA WFB Map.png
გეოგრაფია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 85,39 კმ²
სიგრძე 19 კმ
სიგანე 8 კმ
უმაღლესი წერტილი 491 მ
მუნიციპალიტეტი როტა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2527 ად. (2010)
სიმჭიდროვე 29,594 ად. /კმ²

როტა (ინგლ. Rota) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის როტას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

გეოგრაფია

როტას კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 58 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული გუამი, 90 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკიაზია მდებარეობს 3000 კმ-ში[2].

როტას კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნაპირები კლდოვანია, კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფით. კუნძულ როტას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 19 კმ-ს, სიგანე — 8 კმ-ს[1]. კუნძულ როტას უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა მანირა, რომელიც აღწევს 491 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 85,39 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].

ისტორია

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ფერნანდო მაგელანი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1521 წელს[3]. XVII საუკუნის დასასრულს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[4]. 1907 წლიდან როტა იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[4].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[4]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ როტაზე რაიმე საომარი მოქმედებები არ წარმოებდა[5].

მოსახლეობა

2010 წელს როტას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2527 ადამიანს[6] (მათ შორის დიდი უმრავლესობა — ჩამოროს ხალხის წარმომადგენლებია). ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი სონგსონგი.

ეკონომიკა

კუნძულზე მოქმედებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ყველაზე დიდი — როტას საერთაშორისო აეროპორტი. ვითარდება ტურიზმი[5].

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Oceandots.com. კუნძული აგიხანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
  3. [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული როტა. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-28. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული როტა. (გერმანული)]
  4. 4.0 4.1 4.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
  5. 5.0 5.1 PIBHMC. კუნძული როტა. (ინგლისური)
  6. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-28.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted