ერებუნის აეროპორტი
იერსახე
ერებუნის აეროპორტი Էրեբունի
| ||
---|---|---|
IATA-ს კოდი: არა – ICAO-ს კოდი: UDYE
| ||
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამხედრო | |
ადგილმდებარეობა | ერევანი, სომხეთი | |
სიმაღლე ზდ | 899 მ | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
03/21 | 2,784 | ასფალტი |
ერებუნის აეროპორტი (IATA: არა, ICAO: UDYE) (სომხ. Էրեբունի օդանավակայան) — თავდაპირველად სამოქალაქო, შემდეგ სამხედრო აეროპორტი სომხეთში. აეროპორტი მდებარეობს ერევნის ცენტრიდან სამხრეთით 7,8 კილომეტრში. 1938 წლის 21 ივლისს ერებუნის აეროპორტიდან განხორციელდა პირველი ფრენა თბილისის მიმართულებით, ხოლო ამავე წლის 25 დეკემბრიდან სრულდება რეგულარული რეისები. ამჟამად აეროპორტს იყენებენ სომხეთისა და რუსეთის სამხედროები. ასევე გამოიყენებენ ჩარტერული რეისებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დსთ-ის ქვეყნებში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|