შინაარსზე გადასვლა

საკაგავეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:21, 17 დეკემბერი 2018-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
საკაგავეა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
„საკაგავეა“ (1910), ჩრდილოეთი დაკოტის საშტატო კაპიტოლიუმი. სკულპტორი ლეონარდ კრიუნელი.
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
სხვა სახელები საკაჯავეა
საკაკავეა
ეროვნება ამერიკის მკვიდრი (შოშონი)
ცნობილია როგორც ლუისისა და კლარკის ექსპედიციის მონაწილე
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) ტუსენ შარბონო
შვილ(ებ)ი ჟან-ბატისტ შარბონო
ლიზეტ შარბონო
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

საკაგავეა, საკაჯავეა, საკაკავეა (წარმოითქმის: [ˌsækədʒəˈwiːə] დ. დაახლოებით 1788, თანამედროვე აიდაჰო-მონტანის საზღვრის სიახლოვე, აშშ — გ. 20 დეკემბერი, 1812, ფორტ-მანუელი, მდინარე მისური, დაკოტის ტერიტორია) — შოშონი ქალი, რომელიც იყო ლუისისა და კლარკის ექსპედიციის თანმხლები პირი, თარჯიმანი და მეგზური. ექსპედიციასთან ერთად ჩრდილოეთი დაკოტიდან დაწყებული წყნარ ოკეანემდე დამთავრებული გაიარა ათასობით მილი 1804-1806 წლებში. იგი გახდა ლიუისისა და კლარკის ლეგენდის და ამერიკელი ხალხის წარმოსახვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამერიკის ეროვნული ქალთა ხმის უფლების ასოციაციამ XX საუკუნის დასაწყისში მიიღო იგი როგორც ქალთა ღირებულებებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო და მისი რამდენიმე ქანდაკება და მემორიალური დაფა აღმართა და აგრეთვე გაავრცელა ისტორია მისი მიღწევების შესახებ.[1] 2000 წელს აშშ-ის ზარაფხანამ მის პატივსაცემად გამოუშვა „საკაგავეას დოლარი“, სადაც გამოსახულია საკაგავეა შვილთან ჟან-ბატისტ შარბონოსთან ერთად. რამეთუ არ არსებობს საკაგავეას თანამედროვე გამოსახულება, მონეტაზე მოდელირებულია თანამედროვე შოშონი-ბანოკი ქალი სახელად რენდი’ლ ჰე-დოუ ტეტონი. 2001 წელს ბილ კლინტონმა მიანიჭა რეგულარული არმიის საპატიო სერჟანტის წოდება.[2]

ბიოგრაფია

საკაგავეას ცხოვრების შესახებ სანდო ისტორიულო წყაროები მცირე რაოდენობითაა შემონახული. ისტორიკოსებს შორის დავის საგანია მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების და აგრეთვე საკუთარი სახელის საკითხი. ჰიდატსაში საკაგავეა ითარგმნება როგორც „ქალი ჩიტი“, ალტერნატიულად, საკაჯავეა შოშონებში ნიშნავს „გამშვებ ნავს“. სხვები მხარს უჭერენ საკაკაკეას ფორმას. ლუისისა და კლარკის დღიურები ჩვეულებრივ, სახელის ჰიდატსა წარმოშობას უჭერენ მხარს. დაახლოებით 12 წლის ასაკში საკაგავეა დაატყვევა ჰიდატსა ტომმა მდინარე მისურის ზემო წელის სიახლოვეს დაახლოებით 1800 წელს და დაასახლეს თავიანთ სოფელში. შემდეგ საკაგავეა იყიდა ფრანგ-კანადელმა მოგზაურმა და ვაჭარმა ტუსენ შარბონომ, რის შემდეგაც საკაგავეა მისი მეუღლე გახდა დაახლოებით 1804 წელს. ისინი ცხოვრობდნენ ჰიდატსის ერთ-ერთ სოფელში. როდესაც მერიუეთერ ლუისმა და უილიამ კლარკმა მიაღწიეს მანდან-ჰიდატსის სოფლებს მათ 1804-1805 წწ. გამოსაზამთრებლად აქ მანდანის ფორტი ააშენეს და თარჯიმნად და გამყოლად შარბონო დაიქირავეს, რათა წყნარი ოკეანისკენ გამგზავრებულიყვნენ. ექსპედიციას ესაჭიროებოდა კომუნიკაცია შოშონებთან, რომ მათგან ცხენები შეეძინათ რათა მთები გადაელახათ, ხოლო შარბონო ვერ ლაპარაკობდა საკაგავეას ენაზე და შედეგად, ექსპედიციამ გადაწყვიტა ფეხმძიმე საგაკავეა თან წაეყვანა. 1805 წლის 11 თებერვალს საკაგავეას შეეძინა შვილი ჟან-ბატისტი.[3]

7 აპრილს ექსპედიცია დაიძრა მისურისკენ და საკაგავეა ახალშობილ შვილთან ერთად გაჰყვა მათ. იგი ექსპედიციისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მან მოახდინა მცენარეების იდენტიფიცირება, ეძებდა საჭმელად ვარგის ნაყოფსა და ბოსტნეულს და სხვა. 14 მაისს ერთ-ერთ მდინარეზე ჩასვლისას ექსპედიციის ნავი გადაბრუნდა, თუმცა საკაგავეამ მოახერხა და შეინარჩუნა ჟურნალები, ხელსაწყოები, წამლები და ექსპედიციისთვის საჭირო სხვა ფასეულობები. დაბრუნებისას, ლუისმა და კლარკმა ამ მდინარეს „სა-კა-გა-ვეა“ ანუ „მდინარის ქალი ჩიტი“ უწოდეს.

მისი სახელობისა მდინარე, ტბა, მწვერვალები და მყინვარი. პლანეტა ვენერაზე არის საკაჯავეას კალდერა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Brown, Marion Marsh - Sacagawea: Indian Interpreter to Lewis and Clark - Children's Press, 1988;
  • Thomasma Kenneth - The truth about Sacagawea - Grandview, 1997.

სქოლიო

  1. Fresonke, Kris and Spence, Mark David. Lewis & Clark: Legacies, Memories, and New Perspectives. University of California Press, February 25, 2004. ISBN 978-0-520-23822-0
  2. Sergeant Sacagawea. Lewisandclarktrail.com (2009-01-04). ციტირების თარიღი: 2012-02-13.
  3. Profile: Sacagawea, National Park Service website

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted